Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნინი ნებიერიძის და თემურ უგულავას შვილები ულამაზესი არიან – ტოკიოს თვალს ვერ მოსწყვეტთ

© courtesy of Nini Nebieridzeნინი ნებიერიძე და თემურ უგულავა
ნინი ნებიერიძე და თემურ უგულავა - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
გამოწერა
ნინი ნებიერიძე არაორდინარული იმიჯით გამოირჩევა და ყოველთვის ცდილობს განსხვავებული იყოს. როგორც ჩანს, მოდელი ცდილობს შვილებიც თავისუფლად აღზარდოს.
მოდელ ნინი ნებიერიძეს და ბიზნესმენ თემურ უგულავას ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ: ოთხი წლის თემო და სამი წლის ტოკიო. ნინი ნებიერიძე ცოტა ხნის წინ 24 წლის გახდა. მისი ბიზნესმენი მეუღლე თემურ უგულავა მასზე 29 წლით უფროსია. მათ რომანზე მათი ურთიერთობის დაწყების დღიდან ქალაქში ბევრს ჭორაობდნენ.
საუბარი იყო მათ შორის დიდ ასაკობრივ სხვაობაზე, რომ მოდელი ბიზნესმენს ცოლობაზე ანგარების გამო დათანხმდა და ა.შ. მაგრამ, როგორც ჩანს, სიყვარული ნამდვილი აღმოჩნდა და ძლიერი. ნინი ნებიერიძე და თემურ უგულავა უკვე 6 წელია ქორწინებაში არიან.
მოდელი მილიონერის მესამე ცოლია. მანამდე უგულავა დაქორწინებული იყო იყო ჯერ თეო ფერაძეზე და მასთან ორი შვილი ჰყავს, შემდეგ კი ბაია დავითაიაზე. ნინი ნებიერიძე სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პატარების ფოტოებს. მეგობრები კომენტარებში აღნიშნავენ, რომ ულამაზესი ბავშვები ჰყავს.
19 წლის ნინი ნებიერიძისა და 48 წლის თემურ უგულავას ქორწინების შესახებ საზოგადოებამ ნინის „ფეისბუქის“ გვერდიდან შეიტყო. ფოტო წარწერით „გავთხოვდი“ მოდელმა თავად გაავრცელა. ცოტა ხნის წინ ნინიმ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ შვილების ფოტო გამოაქვეყნა. ბავშვები ულამაზესი არიან.
ყველა ახალი ამბავი
0