Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები პირბადით
ადამიანები პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.732-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 795.847-ს მიაღწია.
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4.732 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.884 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი შიდა ქართლია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 878, შიდა ქართლი – 425, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 408, ქვემო ქართლი – 295, კახეთი – 285, სამცხე-ჯავახეთი – 158, აჭარა – 136, მცხეთა-მთიანეთი – 112, გურია – 110, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 41.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4.812 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 731.996-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 72 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 11.212-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 52.613 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.614 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.584, იმერეთში – 1.370, აჭარაში – 569.
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 17 ნოემბერი
1.660 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 371 პირი, მათგან თბილისში – 214, აჭარაში – 36, იმერეთში – 33. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.175 ადამიანი, მათ შორის 777 – თბილისში, 239 – აჭარაში. 44.824 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 54 ადამიანი, ყველა თბილისში.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44.375 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.732-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 795.847-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0