მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Instagram-ი ზოგ იუზერს აკაუნტზე დასაშვებად ვიდეოსელფს მოსთხოვს: სოცქსელი მიზეზს განმარტავს

© AP Photo / Jenny KaneInstagram
Instagram - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
გამოწერა
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. სოციალურმა ქსელმა Instagram-მა დაიწყო ვიდეოსელფების მოთხოვნა მომხმარებლის ვინაობის დასადასტურებლად, ნათქვამია სოცქსელის ადმინისტრაციის Twitter-აკაუნტზე.
გავრცელებული ინფორმაციით, სოციალური ქსელი ბლოკავს მომხმარებლის ანგარიშზე წვდომას და მოითხოვს ვიდეოსელფის გაგზავნას იმის დასადასტურებლად, რომ ანგარიში რეალურ პიროვნებას ეკუთვნის და არა ბოტს.
ვიდეოსელფისთვის კამერა უნდა იყოს მოთავსებული მომხმარებლის თვალების სიმაღლეზე, ხოლო მზერა პირდაპირ მისკენ უნდა იყოს მიმართული. იუზერმა ამ მდგომარეობაში ყველა მხრიდან უნდა გადაიღოს ვიდეოსელფი.
როგორც სოციალური ქსელის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, პლატფორმა არ იყენებს სახის ამოცნობის ტექნოლოგიას. პირადობის დადასტურება მოითხოვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა საეჭვო აქტივობა გამოიჩინა, მაგალითად, მოკლე დროში დასვა ძალიან ბევრი ლაიქი სხვადასხვა პუბლიკაციაზე, ან რამდენიმე წამში ძალიან ბევრი აკაუნტის ხელმომწერი გახდა.
ამასთან, როგორც „ინსტაგრამის“ ტვიტერ-აკაუნტზეა ნათქვამი, ვიდეოსელფს ნახულობს კომპანიის თანამშრომლების გუნდი, ხოლო 30 დღის შემდეგ ის სამუდამოდ იშლება.
სოციალური ქსელის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ახალი ფუნქციის გამოყენებით ისინი ებრძვიან ბოტებს — ფეიკ-აკაუნტებს, რომლებიც პუბლიკაციების ავტომატური პოპულარიზაციისთვის, ლაიქების რაოდენობის გაზრდისა და სპამებისთვის გამოიყენება.
ყველა ახალი ამბავი
0