გარდაიცვალა მხატვარი ლევან ცუცქირიძე

© Pixabay / kloxklox_comსანთელი
სანთელი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
გამოწერა
ცუცქირიძემ მოხატა სიონის ტაძარი თბილისში, იყო „ვეფხისტყაოსნისა“ და „შუშანიკის წამების“ წიგნების ილუსტრატორი.
თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. 95 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მხატვარი ლევან ცუცქირიძე.
საქართველოს დამსახურებული მხატვარი, სამხატვრო აკადემიის პროფესორი, სხვადასხვა წლებში მუშაობდა სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში და ტექნიკურ უნივერსიტეტში პედაგოგად.
ლევან ცუცქირიძე მრავალი წიგნის ილუსტრატორი იყო, მათ შორის დაასურათა: „ვეფხისტყაოსანი“, „შუშანიკის წამება“, „სადღეგრძელო“, ვაჟა-ფშაველას ხუთი პოემა, „ფაუსტი“ და სხვ. 1980-იანი წლების ბოლოს მან თბილისის სიონის ტაძარი მოხატა.
ცუცქირიძის პერსონალური გამოფენები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართა. მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმსა და მრავალ კერძო კოლექციაში.
2016 წელს, მხატვრის 90 წლისთავთან დაკავშირებით, ცუცქირიძეს „ხელოვნების ქურუმის“ წოდება მიენიჭა.
ყველა ახალი ამბავი
0