ფულადი გზავნილები საქართველოში – ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშიდოლარი
დოლარი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
გამოწერა
ოქტომბერში ყველაზე მეტი ვალუტა რუსეთიდან შემოვიდა – ელექტრონული სისტემების მეშვეობით გადმორიცხული მთელი თანხის 17,5%.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2021 წლის ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლთან შედარებით, 13,7%-ით გაიზარდა და 206,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
ოქტომბერში ქვეყანაში ყველაზე მეტი ვალუტა რუსეთიდან შემოვიდა. აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 36,25 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 17,5%-ია. 2021 წლის ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან 2,97%-ით მეტი თანხა გადმოირიცხა.
რუსეთმა, რომელიც წლების განმავლობაში ლიდერობდა საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით, მიმდინარე წლის იანვრიდან პირველობა იტალიას რამდენჯერმე დაუთმო.
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
EBRD-მ საქართველოში 2021 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა
2021 წლის ცხრა თვეში მთლიანად ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 26,1%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და 1.912,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს. ამ ქვეყნიდან იანვარი–ოქტომბერში გადმოირიცხა 337,4 მლნ დოლარი – საერთო მოცულობის 17,6%. 2021 წლის დასაწყისიდან რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,8%-ით მეტია.
რაც შეეხება საქართველოდან გაგზავნილი ვალუტის მოცულობას, 2021 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 30,3 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2020 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26,9%-ით მეტია.
2021 წლის პირველ ათ თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ გადაირიცხა 251,8 მლნ დოლარი, რაც 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 25,7%-ით მეტია.
ყველა ახალი ამბავი
0