Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

როდის შეუდგებიან მუშაობას მეორე ტურში არჩეული მერები: ცესკოს განცხადება

© photo: Sputnik / Stringerცესკო
ცესკო - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
გამოწერა
64 ქალაქის ახალმა საკრებულოებმა მუშაობა უნდა დაიწყონ არაუგვიანეს 13 დეკემბრისა
თბილისი, 17 ნოემბერი - Sputnik. თბილისის მერის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩეული კახა კალაძე უფლება-მოვალეობის შესრულებას 24 ნოემბერს შეუდგება, მეორე ტურში გამარჯვებული დანარჩენი 19 ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მერები კი - 21 ნოემბერს, ინფორმაციას საქართველოს ცესკო ავრცელებს.
მერებისა და საკრებულოების დეპუტატების არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდა.
ცესკოს ინფორმაციით, მერები უფლება-მოვალეობების შესრულებას საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ან, თბილისის შემთხვევაში, ცესკოს მიერ შედეგების გამოცხადებიდან მე-11 დღეს შეუდგებიან.
რაც შეეხება 64 ქალაქის საკრებულოებს, მათ პირველი სხდომები უნდა გამართონ არაუგვიანეს 13 დეკემბრისა, ცესკოს მიერ საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან 30 დღის განმავლობაში. საკრებულოების პირველი სხდომის მოწვევის თარიღის შესახებ გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისია უახლოეს სხდომაზე მიიღებს.
ყველა ახალი ამბავი
0