Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რა თანხებია გათვალისწინებული პანდემიასთან ბრძოლისთვის 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსის პანდემია
კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 33,9%.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება 2022 წელს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისთვის 500 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტის წარდგენისას.
ამასთან, მინისტრის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში მთლიანად ჯანდაცვის სფეროსთვის 1,9 მლრდ ლარია გათვალისწინებული.
როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, ახლო მომავალში პარლამენტში წარდგენილი იქნება 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესწორებების პროექტიც, რომლის თანახმად, კორონავირუსთან ბრძოლისთვის ხარჯები 1 მლრდ ლარს აჭარბებს. დღეისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიზნით 900 მლნ ლარია გამოყოფილი.

„როდესაც წელს კორონავირუსთან ბრძოლისთვის 1 მლრდ ლარზე მეტია საჭირო, ისმის კითხვა – მომავალ წელს ამას ეყოფა თუ არა 500 მლნ ლარი. რა თქმა უნდა, არის რისკი, რომ ეს თანხა საკმარისი არ იქნება, მაგრამ არის ორი მიზეზი ხარჯების შემცირების: ვაქცინების შეძენა, რომელზეც ჩვენ წელს 150 მლნ ლარი დავხარჯეთ და იმუნიტეტის მქონე მოსახლეობის რაოდენობის ზრდა“, – განაცხადა ხუციშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უკვე აცრილთა და კოვიდ-გადატანილთა რაოდენობის და ასევე წლის ბოლომდე დამატებითი ვაქცინაციის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ იმუნური ფენა გადააჭარბებს მოსახლეობის 65%-ს, რაც მკურნალობის ხარჯებს შეამცირებს.
16 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 2.057.216 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.081.567 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 38,1%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 969.209 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 33,9%. 15 ნოემბერს აიცრა 8.224 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0