ყალბი ანგარიშ-ფაქტურები: დაკავებულია ორი პირი

© photo: Sputnik / Stringerპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
გამოწერა
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება–გამოყენებისა და მოტყუებით სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანის მიყენების ფაქტზე დაკავებულია ორი პირი, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში კი მიეცა სამი ადამიანი, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და დღგ-ის ყალბი აქტივების შექმნის მიზნით მათი ფაქტობრივი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით გაწერეს 762 ათასი ლარის ღირებულების ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რა გზითაც მათსავე კომპანიას შეუქმნეს ჯამში 116.234 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი. თაღლითური გზით მოპოვებული თანხა აღნიშნულმა პირებმა ბიუჯეტის მიმართ არსებული ვალდებულებების დასაფარად გამოიყენეს.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0