https://sputnik-georgia.com/20211116/saburtaloelebis-benefisi-qartvelma-axalgazrdebma-ingliseli-tanatolebi-daamarcxes-262127804.html
„საბურთალოელების“ ბენეფისი – ქართველმა ახალგაზრდებმა ინგლისელი თანატოლები დაამარცხეს
„საბურთალოელების“ ბენეფისი – ქართველმა ახალგაზრდებმა ინგლისელი თანატოლები დაამარცხეს
Sputnik საქართველო
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებიდან სამივე გოლი „საბურთალოს“ ფეხბურთელების ანგარიშზეა. ქართველმა ფეხბურთელებმა ინგლისის ნაკრებთან ისტორიაში პირველი გამარჯვება... 16.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-16T20:34+0400
2021-11-16T20:34+0400
2021-11-16T23:25+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251315234_0:98:1875:1153_1920x0_80_0_0_325e9ac236fa381a0c9311eb86232b0b.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისის ნაკრები ანგარიშით 3:2 დაამარცხა.ბათუმის სტადიონზე ქართველმა ახალგაზრდებმა ინგლისელ თანატოლებს შესანიშნავი თამაში შესთავაზეს. რამაზ სვანაძის გუნდიდან პირველი გოლი გიორგი გულიაშვილმა 24-ე წუთზე საჯარიმოს გარედან ულამაზესი დარტყმით გაიტანა. ამ გოლის შემდეგ მატჩის პირველ ნახევარში აღარაფერი შეცვლილა. მეორე ტაიმის სტარტზე (47-ე წუთზე) „საბურთალოს“ ფორვარდმა დუბლის გაფორმება მოახერხა და სხვაობა ორამდე გაზარდა. მატჩის 65-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან გიორგი გოჩოლეიშვილმა („საბურთალო“) სოლო-რეიდი განახორციელა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.მიუხედავად დიდი უპირატესობისა, ინგლისის ნაკრებმა მატჩის მიწურულს ორი გოლის გატანა შეძლო. კუთხურიდან თომას დოილის ჩაწოდების შემდეგ უმეთვალყურეოდ დარჩენილმა კლინტონ მოლამ თავური დარტყმით სხვაობა შეამცირა, საბოლოო ანგარიში კი ბრიტანელებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მარკ გეის გოლით დააფიქსირეს.აღსანიშნავია, რომ საქართველო, რუმინეთთან ერთად, 2023 წელს ევროპის ახალგაზრდული (U21) ჩემპიონატის მასპინძელია და ამიტომ შესარჩევ ეტაპზე არ ასპარეზობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251315234_104:0:1771:1250_1920x0_80_0_0_ee836d71e562ff1d42c822deac88b23e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
„საბურთალოელების“ ბენეფისი – ქართველმა ახალგაზრდებმა ინგლისელი თანატოლები დაამარცხეს
20:34 16.11.2021 (განახლებულია: 23:25 16.11.2021) საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებიდან სამივე გოლი „საბურთალოს“ ფეხბურთელების ანგარიშზეა. ქართველმა ფეხბურთელებმა ინგლისის ნაკრებთან ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვეს.
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისის ნაკრები ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
ბათუმის სტადიონზე ქართველმა ახალგაზრდებმა ინგლისელ თანატოლებს შესანიშნავი თამაში შესთავაზეს. რამაზ სვანაძის გუნდიდან პირველი გოლი გიორგი გულიაშვილმა 24-ე წუთზე საჯარიმოს გარედან ულამაზესი დარტყმით გაიტანა. ამ გოლის შემდეგ მატჩის პირველ ნახევარში აღარაფერი შეცვლილა. მეორე ტაიმის სტარტზე (47-ე წუთზე) „საბურთალოს“ ფორვარდმა დუბლის გაფორმება მოახერხა და სხვაობა ორამდე გაზარდა. მატჩის 65-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან გიორგი გოჩოლეიშვილმა („საბურთალო“) სოლო-რეიდი განახორციელა და საქართველოს ნაკრების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
მიუხედავად დიდი უპირატესობისა, ინგლისის ნაკრებმა მატჩის მიწურულს ორი გოლის გატანა შეძლო. კუთხურიდან თომას დოილის ჩაწოდების შემდეგ უმეთვალყურეოდ დარჩენილმა კლინტონ მოლამ თავური დარტყმით სხვაობა შეამცირა, საბოლოო ანგარიში კი ბრიტანელებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მარკ გეის გოლით დააფიქსირეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველო, რუმინეთთან ერთად, 2023 წელს ევროპის ახალგაზრდული (U21) ჩემპიონატის მასპინძელია და ამიტომ შესარჩევ ეტაპზე არ ასპარეზობს.