საბრძოლო მასალა და იარაღი – პოლიციამ ორი პირი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
გამოწერა
დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა–შენახვა–ტარების ბრალდებით პოლიციამ ორი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სავარაუდო დამნაშავეთა აყვანის ოპერაცია თბილისსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტში ჩატარდა.
უწყების ცნობით, ბაღდათში 27 წლის მამაკაცის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით კალაშნიკოვის კონსტრუქციის АКС-47-ის მოდელის ავტომატი და მჭიდი ამოიღეს.
თბილისში ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 38 წლის მამაკაცის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია „ბროხარდტ-ლუგერის“ სისტემის „პარაბელუმის” მოდელის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა.
მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0