პარლამენტში შეიძლება ფრაქციების რაოდენობა ორით შემცირდეს

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
გამოწერა
ამ დროისათვის საკანონმდებლო ორგანოში ოთხი ფრაქციაა.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ორი საპარლამენტო ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „რეფორმების ჯგუფი“ ახლო მომავალში შეიძლება პოლიტიკურ ჯგუფებად გარდაიქმნას.
დღეს პარლამენტმა ოპოზიციური პარტიების – „ლელო საქართველოსთვის“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ზურაბ ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. აღნიშნულმა პირებმა სადეპუტატო მანდატებზე უარი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ პროტესტის ნიშნად განაცხადეს.
სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტამდე ხაზარაძე საპარლამენტო ფრაქციის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი იყო, ჯაფარიძე კი ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ შემადგენლობაში შედიოდა. აქამდე ორივე საპარლამენტო ფრაქცია დეპუტატების მინიმალური რაოდენობით იყო წარმოდგენილი. ოპოზიციური ფრაქციის შესაქმნელად შვიდი დეპუტატია საჭირო.
იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს ერთ კვირაში ფრაქციებს არ შეუერთდება რომელიმე უფრაქციო დეპუტატი, აღნიშნული ფრაქციები გაუქმებულად გამოცხადდება.
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
პარლამენტმა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა
ამასთან, მოქმედი რეგლამენტი ითვალისწინებს დროებით ნორმას, რომლის საფუძველზეც ორ დეპუტატსაც კი შეუძლია პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფი შექმნას.
ამ დროისათვის საქართველოს პარლამენტში სამი ასეთი პოლიტიკური ჯგუფია, რომლებიც ისეთივე უფლებებითა და პრივილეგიებით სარგებლობენ, როგორც ფრაქციები.
რაც შეეხება ფრაქციებს, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში დღემდე ოთხი ფრაქცია იყო. „ლელოსა“ და „რეფორმების ჯგუფის“ გარდა, ფრაქცია აქვთ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციურ პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“.
ყველა ახალი ამბავი
0