https://sputnik-georgia.com/20211116/momreralma-nuca-xurcizem-saberznetis-voisze-kvlav-furori-moaxdina-video-262126929.html
მომღერალმა ნუცა ხურციძემ საბერძნეთის „ვოისზე" კვლავ ფურორი მოახდინა - ვიდეო
მომღერალმა ნუცა ხურციძემ საბერძნეთის „ვოისზე" კვლავ ფურორი მოახდინა - ვიდეო
Sputnik საქართველო
გოგონას ნამდვილად კარგი გემოვნება და შესანიშნავი ვოკალი აქვს - ნუცამ ჟიურის წევრები კვლავ აღაფრთოვანა 16.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-16T20:15+0400
2021-11-16T20:15+0400
2021-11-16T20:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24654/91/246549157_145:476:2939:2048_1920x0_80_0_0_d3a029b3bd1987d19b84a7ced2337913.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი - Sputnik. ქართველმა მომღერალმა ნუცა ხურციძემ საბერძნეთში პროექტ „ვოისზე“ ფურორი კიდევ ერთხელ მოახდინა და „ნოკაუტის“ ეტაპის ლიდერობა მოიპოვა.ამ ტურისთვის 19 წლის ქართველმა საკულტო ბრიტანული როკ-ჯგუფ The Beatles-ის კომპოზიცია Golden Slumbers შეარჩია. ნუცას შესრულებით ჟიური აღფრთოვანებული დარჩა და მას „მწვანე შუქი“ აუნთო.ნუცა ხურციძეს შესანიშნავი გემოვნება აქვს. ბრმა მოსმენებზე გოგონამ Queen-ის სიმღერა Bohemian Rhapsody-ს უჩვეულო ვერსია წარმოადგინა და თავისი ხმის უნიკალური შესაძლებლობები აჩვენა.კასტინგზე მისკენ ჟიურის ოთხივე წევრი შეტრიალდა - კონსტანტინოს არგიროსი, პანოს მუზურაკისი, ელენა პაპარიზუ და საკის რუვასი, რომელმაც, სხვათა შორის, მუზურაკისი „დაბლოკა". ეს ნიშნავს, რომ კონკურსანტი მის გუნდში ვერ მოხვდება. შედეგად ქართველი მომღერალი საკის რუვასის გუნდს შეუერთდა.ნუცა ხურციძე, მისივე აღიარებით, ოთხი წლის ასაკიდან მღერის. ახლა მომღერალი საბერძნეთში ცხოვრობს, თუმცა თავდაპირველად იქ მხოლოდ არდადეგებზე ჩავიდა. კორონავირუსის პანდემიის გამო მას დარჩენა მოუწია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24654/91/246549157_536:537:2550:2048_1920x0_80_0_0_c89adfc63e495a598d2a17d5b92767c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
მომღერალმა ნუცა ხურციძემ საბერძნეთის „ვოისზე" კვლავ ფურორი მოახდინა - ვიდეო
გოგონას ნამდვილად კარგი გემოვნება და შესანიშნავი ვოკალი აქვს - ნუცამ ჟიურის წევრები კვლავ აღაფრთოვანა
თბილისი, 16 ნოემბერი - Sputnik. ქართველმა მომღერალმა ნუცა ხურციძემ საბერძნეთში პროექტ „ვოისზე“ ფურორი კიდევ ერთხელ მოახდინა და „ნოკაუტის“ ეტაპის ლიდერობა მოიპოვა.
ამ ტურისთვის 19 წლის ქართველმა საკულტო ბრიტანული როკ-ჯგუფ The Beatles-ის კომპოზიცია Golden Slumbers შეარჩია. ნუცას შესრულებით ჟიური აღფრთოვანებული დარჩა და მას „მწვანე შუქი“ აუნთო.
ნუცა ხურციძეს შესანიშნავი გემოვნება აქვს. ბრმა მოსმენებზე გოგონამ Queen-ის სიმღერა Bohemian Rhapsody-ს უჩვეულო ვერსია წარმოადგინა და თავისი ხმის უნიკალური შესაძლებლობები აჩვენა.
კასტინგზე მისკენ ჟიურის ოთხივე წევრი შეტრიალდა - კონსტანტინოს არგიროსი, პანოს მუზურაკისი, ელენა პაპარიზუ და საკის რუვასი, რომელმაც, სხვათა შორის, მუზურაკისი „დაბლოკა". ეს ნიშნავს, რომ კონკურსანტი მის გუნდში ვერ მოხვდება. შედეგად ქართველი მომღერალი საკის რუვასის გუნდს შეუერთდა.
ნუცა ხურციძე, მისივე აღიარებით, ოთხი წლის ასაკიდან მღერის. ახლა მომღერალი საბერძნეთში ცხოვრობს, თუმცა თავდაპირველად იქ მხოლოდ არდადეგებზე ჩავიდა. კორონავირუსის პანდემიის გამო მას დარჩენა მოუწია.