Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რა ეპიდვითარებაა რეგიონებში: ახალი კოვიდ-სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerადამიანები პირბადით
ადამიანები პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.204-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 791.115-ს მიაღწია.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 5.204 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.857 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 1.008, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 443, შიდა ქართლი – 435, კახეთი – 384, ქვემო ქართლი – 308, აჭარა – 210, მცხეთა-მთიანეთი – 168, სამცხე-ჯავახეთი – 168, გურია – 148, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 75.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4.785 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 727.184-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 83 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 11.140-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 52.765 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.718 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.626, იმერეთში – 1 395, აჭარაში – 564.
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 16 ნოემბერი
1.677 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 371 პირი, მათგან თბილისში – 215, აჭარაში – 37, იმერეთში – 31. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.156 ადამიანი, მათ შორის 763 – თბილისში, 235 – აჭარაში. 44.891 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 70 ადამიანი. ყველა თბილისში.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 46.100 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.204-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 791.115-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0