მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბრიტანეთში ტერაქტების საფრთხის მეოთხე დონე გამოცხადდა: ტაქსისტმა ქალაქი აფეთქებისგან იხსნა

© Flickr / JonoTakesPhotos ლონდონი
 ლონდონი - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
გამოწერა
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ლივერპულში ტაქსის აფეთქების შემდეგ ბრიტანეთის ხელისუფლებამ ტერორისტული საფრთხის დონე, რომელიც მანამდე ხუთბალიანი სკალით მესამე დონით ფასდებოდა, მეოთხე — „მნიშვნელოვან“ დონემდე გაზარდა.

„ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს ტერაქტების მოწყობის ძალიან მაღალი საფრთხე“, — განაცხადა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა პრიტი პატელმა საგანგებო სხდომაზე.

როგორც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, გაერთიანებული სამეფო „ტერორისტებს დაშინების უფლებას არ მისცემს“.
„ჩვენ არასდროს წავალთ დათმობებზე მათთან, ვისაც უაზრო დანაშაულებით ჩვენი გახლეჩა სურს“, — აღნიშნა მან.
მანამდე, 14 ნოემბერს ლივერპულის მეან-გინეკოლოგიის კლინიკასთან (Liverpool Womenʼs Hospital), რომელიც ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში, ტაქსი აფეთქდა. როგორც მერსისაიდის საგრაფოს პოლიციაში განაცხადეს, შემთხვევის შესახებ შეტყობინება მათ დილის 10:59 საათზე მიიღეს. შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა ტაქსის მგზავრი, ხოლო დაშავებული მძღოლი, რომელმაც ავტომობილიდან გადმოსვლა აფეთქებამდე მოასწრო, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სოციალურ ქსელებში ტაქსის მძღოლს დევიდ პერის „გმირად“ მოიხსენიებენ. როგორც იუზერები წერენ, მან დაინახა, რომ მგზავრს ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა, ტაქსიდან გადმოვიდა და კარი ჩაკეტა, რითიც ტერორისტს ავტომობილიდან გადმოსვლის საშუალება მოუსპო. „ფეისბუქსა“ და პლატფორმა GoFundMe-ზე მადლიერმა ბრიტანელებმა დევიდ პერის სამკურნალოდ ფულის შეკრებაც კი დაიწყეს.
აღსანიშნავია, რომ ტერაქტი ხსოვნის დღეს მოხდა, დაღუპული ბრიტანელი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე. ერთ-ერთი ვერსიით, მგზავრი მანქანის აფეთქებას ლივერპულის ცენტრში, Liverpool Womenʼs Hospital-დან 1,5 კილომეტრით დაშორებულ საკათედრო ტაძართან აპირებდა, სადაც აღევლინებოდა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღვთისმსახურება. მაგრამ სწორედ ტაქსის მძღოლის დამსახურებით ტაქსი დანიშნულების ადგილამდე ვერ მივიდა.
ბრიტანეთის პოლიციამ უკვე დააკავა ტერორისტის ოთხი სავარაუდო თანამზრახველი — 20-დან 29 წლამდე მამაკაცები.
ყველა ახალი ამბავი
0