თბილისში საახალწლოდ იტალიელი და გერმანელი შემსრულებლები ჩამოვლენ

© photo: Sputnikღამის კლუბი
ღამის კლუბი - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
გამოწერა
კლუბური მუსიკის ცნობილ უცხოელ ვარსკვლავებთან ერთად მსმენელი ადგილობრივ დიჯეებსაც მოუსმენს.
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. დედაქალაქში 31 დეკემბერს საახალწლო საღამო გაიმართება, რომელშიც კლუბური მუსიკის გერმანელი და იტალიელი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას.
Warehouse Night Club-ის სცენაზე გამოვლენ იტალიური დუეტი Boston 168 და გერმანელი დიჯეი Thomas Hessler.
Boston 168 – ტურინელი Sergio Pace და Vincenzo Ferramosca-ს შემადგენლობით ასრულებს მუსიკას Psychedelic, Acid და Techno სტილში.
Thomas Hessler – კლუბების IMF, Bassiani, Symbolism, Blocaus დაCrossing რეზიდენტია, არის ტექნო–პროდიუსერი და ახალი თაობის დიჯეი გერმანიიდან.
ქართველი დიჯეებიდან საახალწლო საღამოზე გამოვლენ Ly Sas, Neux, TEEN A TEEN, Berika, Spacejam 92, Levi Love Disco, Mocongo B2B Tobako Tween და Sumo.
ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ პირებს (მეორე აცრიდან გასული უნდა იყოს ორი კვირა), კორონავირუს-გადატანილებს (ბოლო 6 თვეში), PCR–ტესტით (ბოლო 48 საათში). CovidPass-ის მისაღებად გაიარეთ რეგიტრაცია ვებ-გვერდზე www.covidpass.moh.gov.ge და დასქრინეთ თქვენი QR–კოდი, აღნიშნავენ საღამოს ორგანიზატორები.
ყველა ახალი ამბავი
0