https://sputnik-georgia.com/20211115/saakashvilis-momxreebma-sanapiro-gadaketes-262095356.html
სააკაშვილის მომხრეებმა სანაპირო გადაკეტეს – ვიდეო
სააკაშვილის მომხრეებმა სანაპირო გადაკეტეს – ვიდეო
Sputnik საქართველო
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ასობით მხარდამჭერმა ახალი ფართომასშტაბიანი აქცია ჩაატარა თბილისის ცენტრში. 15.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-15T21:11+0400
2021-11-15T21:11+0400
2021-11-15T23:47+0400
ვიდეო
მულტიმედია
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0f/262095241_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_eacaf16967341d69ac6949d93bd01b68.jpg
აქციის მონაწილეები მეტროს სადგურ „ავლაბართან“ შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობა მოაწყვეს ბარათაშვილის ხიდისკენ, იქიდან კი ორთაჭალისკენ გაემართნენ მარჯვენა სანაიროს გავლით და საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. აქტივისტები სკანდირებდნენ ექს-პრეზიდენტის სახელს და ასფალტზე ტოვებდნენ წარწერას „თავისუფლება მიშას“. ამასთან, მომიტინგეებს წინ მიჰქონდათ დიდი პლაკატი წარწერით „არ მოკლა!“.ორთაჭალიდან კვლავ მარჯვენა სანაპიროს გავლით მსვლელობის მონაწილეები პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გაემართნენ, სადაც დაასრულეს დღევანდელი აქცია.მსვლელობისას მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილი იყო, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის გაძლიერებული რაზმები, შსს-ს სპეციალური ქვედანაყოფები და საპოლიციო წყლის ჭავლის მანქანები. ვითარებას ადგილზე პირადად აკონტროლებდა საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0f/262095241_0:0:960:720_1920x0_80_0_0_9d9c3998f89bb79faab3790c20df1ac0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვიდეო, მულტიმედია, საქართველო, видео
ვიდეო, მულტიმედია, საქართველო, видео
სააკაშვილის მომხრეებმა სანაპირო გადაკეტეს – ვიდეო
21:11 15.11.2021 (განახლებულია: 23:47 15.11.2021) ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ასობით მხარდამჭერმა ახალი ფართომასშტაბიანი აქცია ჩაატარა თბილისის ცენტრში.
აქციის მონაწილეები მეტროს სადგურ „ავლაბართან“ შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობა მოაწყვეს ბარათაშვილის ხიდისკენ, იქიდან კი ორთაჭალისკენ გაემართნენ მარჯვენა სანაიროს გავლით და საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. აქტივისტები სკანდირებდნენ ექს-პრეზიდენტის სახელს და ასფალტზე ტოვებდნენ წარწერას „თავისუფლება მიშას“. ამასთან, მომიტინგეებს წინ მიჰქონდათ დიდი პლაკატი წარწერით „არ მოკლა!“.
ორთაჭალიდან კვლავ მარჯვენა სანაპიროს გავლით მსვლელობის მონაწილეები პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გაემართნენ, სადაც დაასრულეს დღევანდელი აქცია.
მსვლელობისას მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილი იყო, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის გაძლიერებული რაზმები, შსს-ს სპეციალური ქვედანაყოფები და საპოლიციო წყლის ჭავლის მანქანები. ვითარებას ადგილზე პირადად აკონტროლებდა საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე.