„ქართული ოცნება“ „ლელოსა“ და „გირჩის“ ლიდერებისთვის მანდატების ჩამორთმევას მხარს დაუჭერს

© Parliament of Georgiaმამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
გამოწერა
ოპოზიციონერებმა საპარლამენტო მანდატების დატოვების შესახებ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, პროტესტის ნიშნად განაცხადეს
თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ოპოზიციის ლიდერებისთვის - ზურაბ ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის - საპარლამენტო უფლებამოსილების ჩამორთმევას, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
„ლელოს“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის შესახებ ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, პროტესტის ნიშნად განაცხადეს. ისინი ამტკიცებენ, რომ არჩევნები გაყალბდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ.
„ახლა ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია იქიდან გამომდინარე, რომ მათ მიერ ორჯერ მომართვის მიუხედავად, ჩვენ მათ უფლებამოსილებები არ შევუწყვიტეთ, თუმცა უკვე მესამე შემთხვევაა და ბუნებრივია, ჩვენ მათ ნებას დავყვებით. საქართველოს პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მათი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ“, – განუცხადა ჟურნალისტებს მდინარაძემ.
ჯაფარიძე და ხაზარაძე ბოლო დროს აქტიურ მონაწილეობას იღებენ საპროტესტო მოძრაობაში პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად.
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2021
ზურაბ ჯაფარიძის პარტიამ სტამბოლიდან მჩხიბავი ჩამოიყვანა და შსს-ს ჯადო გაუკეთა
30 ოქტომბერს ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სულისჩამდგმელმა სააკაშვილმა ოპოზიციას პროტესტის ნიშნად პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა, მაგრამ მოგვიანებით პოზიცია შეცვალა. სააკაშვილმა თანამოაზრეებს მოუწოდა, უარი არ თქვან სადეპუტატო მანდატებზე და მხოლოდ პარლამენტის ბოიკოტით შემოიფარგლონ, რადგან ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს ვერ მიიღებს. გარდა ამისა, მისი თანამოაზრეები სადეპუტატო მანდატის გარეშე ციხეში მის მონახულებას ვერ შეძლებენ.
ყველა ახალი ამბავი
0