Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ვემზადები ჩემი ქორწილისთვის“ – ნუცა ბუზალაძე ფოტოებს აქვეყნებს

© Facebook / Nutsa Buzaladzeნუცა ბუზალაძე
ნუცა ბუზალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
გამოწერა
წარმატებული ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მას „ინსტაგრამზე“ 288 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, რომელთაც საკუთარ ყოველდღიურობასა და კარიერულ სიახლეებს მუდმივად უზიარებს.
მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ, რომელიც ამერიკაში მოგზაურობს, „ინსტაგრამის“ ხელმომწერები დააბნია. „ვემზადები ჩემი ქორწილისთვის“ – ამ ტექსტით გამოაქვეყნა ცოტა ხნის წინ მომღერალმა ფოტო, სადაც საქორწინო წვეულების სამზადისია ასახული. როგორც ჩანს, მის ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მომღერალმა მალევე განმარტა, რომ უბრალოდ იხუმრა და გათხოვებას ჯერ არ აპირებს.
ნუცა ბუზალაძის პირადი ცხოვრება მუდმივად ყურადღების ცენტრშია. ცოტა ხნის წინ მომღერალმა აღიარა, რომ მის ცხოვრებაში ინტერესის ობიექტი არსებობს, თუმცა სერიოზული ურთიერთობა ცხოვრებაში სულ ორჯერ ჰქონდა.
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავდნენ ჭორს, რომ ნუცა ბუზალაძე არაბ მილიონერზე იყო შეყვარებული. როგორც თავად ნუცა განმარტავს, ეს ჭორი იმიტომ გაჩნდა, რომ ის დიდ დროს ატარებს დუბაიში, თუმცა იქ მხოლოდ საქმიანი ვიზიტით, კონცერტებზე მიდის ხოლმე.
ყველა ახალი ამბავი
0