https://sputnik-georgia.com/20211115/miranda-shelia-gregori-mamurini-262069723.html
„იდეალური წყვილი“ – ქართველი ირინა შეიკი მილიარდერ ქმართან ერთად გამოჩნდა
„იდეალური წყვილი“ – ქართველი ირინა შეიკი მილიარდერ ქმართან ერთად გამოჩნდა
Sputnik საქართველო
მირანდა შელია რამდენიმე თვის წინ ოლიგარქის შვილიშვილზე გათხოვდა და მას შემდეგ სოციალურ ქსელებში აღარ აქტიურობს. 15.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-15T12:00+0400
2021-11-15T12:00+0400
2021-11-15T16:32+0400
ყვითელი ამბები
საზოგადოება
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/15/259763698_0:0:1000:563_1920x0_80_0_0_856ec3fe114ffa1d069481fcd28a9408.jpg
ცოტა ხნის წინ მოდელმა მირანდა შელიამ, რომელიც ბოლოს დროს სოციალურ ქსელებში აღარ აქტიურობს, „ინსტაგრამის“ ხელმომწერებს რომანტიკული კადრები გაუზიარა და მათაგან არაერთი კომპლიმენტიც დაიმსახურა. „ეს უბრალოდ ტოპ ფოტოა“, „რა ლამაზები ხართ“, „იდეალური წყვილი“, – წერენ კომენტარებში „ინსტაგრამზე“.მოდელმა სექტემბერში 30 წლის იუბილე მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა. დაბადების დღის წვეულებაზე მირანდას მილიარდერმა ქმარმა რამდენიმე სიმღერაც კი შეასრულა. დაბადების დღის ამსახველი ვიდეოები ქართველმა მომღერალმა ქეთა თოფურიამაც გამოაქვეყნა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“, რომელიც მოდელის საუკეთესო მეგობარია.მირანდა შელია, რომელსაც ქართველ ირინა შეიკს უწოდებენ, მაისში გათხოვდა. რუსული მასმედია აქტიურად წერს ქართული წარმოშობის მოდელის მირანდა (მიმი) შელიასა და რუსი ოლიგარქის შვილიშვილის გრიგორი მამურინის მოულოდნელი ქორწინების შესახებ. წყვილი ურთიერთობას ქორწილამდე არ ასაჯაროვებდა, ამიტომ მათი ქორწილი ერთგვარი სიურპრიზი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის.გრიგორი მამურინი ცნობილი გახდა 2015 წელს, როდესაც მან ბლოგერობა გადაწყვიტა. ხაბაროვსკელი ოლიგარქის შვილიშვილი თავის ვიდეოებში ხალხს სთხოვდა, ფულის სანაცვლოდ უზნეო საქციელი ჩაედინათ, მაგალითად, საზოგადოებრივ ადგილზე გაშიშვლებულიყვნენ, ან ჭიქა შარდი დაელიათ. მდიდარი მემკვიდრის ბლოგებმა ინტერნეტში დიდი სკანდალი გამოიწვია, რის შემდეგაც მამურინმა ეს საქმიანობა შეწყვიტა.ფოტომოდელი მირანდა შელია წლებია მოსკოვში ცხოვრობს, თუმცა ხშირად სტუმრობს საქართველოს. 30 წლის მოდელი ძალიან პოპულარულია Instagram-ზე. მირანდა შელიასთვის, რომელსაც საზოგადოება მიმი შელიად იცნობს, ეს მეორე ქორწინებაა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/15/259763698_0:0:1000:751_1920x0_80_0_0_8a023c632fe0a3349ae543ca3371d3a8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ირინა შეიკი გრეგორი მამურინი მირანდა შელია
ირინა შეიკი გრეგორი მამურინი მირანდა შელია
„იდეალური წყვილი“ – ქართველი ირინა შეიკი მილიარდერ ქმართან ერთად გამოჩნდა
12:00 15.11.2021 (განახლებულია: 16:32 15.11.2021) მირანდა შელია რამდენიმე თვის წინ ოლიგარქის შვილიშვილზე გათხოვდა და მას შემდეგ სოციალურ ქსელებში აღარ აქტიურობს.
ცოტა ხნის წინ მოდელმა მირანდა შელიამ, რომელიც ბოლოს დროს სოციალურ ქსელებში აღარ აქტიურობს, „ინსტაგრამის“ ხელმომწერებს რომანტიკული კადრები გაუზიარა და მათაგან არაერთი კომპლიმენტიც დაიმსახურა. „ეს უბრალოდ ტოპ ფოტოა“, „რა ლამაზები ხართ“, „იდეალური წყვილი“, – წერენ კომენტარებში „ინსტაგრამზე“.
მოდელმა სექტემბერში 30 წლის იუბილე მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა. დაბადების დღის წვეულებაზე მირანდას მილიარდერმა ქმარმა რამდენიმე სიმღერაც კი შეასრულა. დაბადების დღის ამსახველი ვიდეოები ქართველმა მომღერალმა ქეთა თოფურიამაც გამოაქვეყნა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“, რომელიც მოდელის საუკეთესო მეგობარია.
მირანდა შელია, რომელსაც ქართველ ირინა შეიკს უწოდებენ, მაისში გათხოვდა. რუსული მასმედია აქტიურად წერს ქართული წარმოშობის მოდელის მირანდა (მიმი) შელიასა და რუსი ოლიგარქის შვილიშვილის გრიგორი მამურინის მოულოდნელი ქორწინების შესახებ. წყვილი ურთიერთობას ქორწილამდე არ ასაჯაროვებდა, ამიტომ მათი ქორწილი ერთგვარი სიურპრიზი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის.
გრიგორი მამურინი ცნობილი გახდა 2015 წელს, როდესაც მან ბლოგერობა გადაწყვიტა. ხაბაროვსკელი ოლიგარქის შვილიშვილი თავის ვიდეოებში ხალხს სთხოვდა, ფულის სანაცვლოდ უზნეო საქციელი ჩაედინათ, მაგალითად, საზოგადოებრივ ადგილზე გაშიშვლებულიყვნენ, ან ჭიქა შარდი დაელიათ. მდიდარი მემკვიდრის ბლოგებმა ინტერნეტში დიდი სკანდალი გამოიწვია, რის შემდეგაც მამურინმა ეს საქმიანობა შეწყვიტა.
ფოტომოდელი მირანდა შელია წლებია მოსკოვში ცხოვრობს, თუმცა ხშირად სტუმრობს საქართველოს. 30 წლის მოდელი ძალიან პოპულარულია Instagram-ზე. მირანდა შელიასთვის, რომელსაც საზოგადოება მიმი შელიად იცნობს, ეს მეორე ქორწინებაა.