მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მაკრონმა საფრანგეთის დროშა შეცვალა

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკში საფრანგეთის დროშა
 საფრანგეთის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
გამოწერა
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სახელმწიფო დროშა შეცვალა, იუწყება Europe 1.
გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის დროშა კვლავ სამი ფერისგან — ლურჯის, თეთრისა და წითლისგან შედგება, თუმცა ამიერიდან მასზე ლურჯი ფერი უფრო მუქი, ე.წ. ზღვის ტონისა იქნება.
ცნობილი ხდება, რომ პრეზიდენტმა მაკრონმა შესაბამის ბრძანებულებას ჯერ კიდევ 2020 წლის ივლისში მოაწერა ხელი ელისეს სასახლის ოპერატიული დირექტორის არნო ჟოლენსის ინიციატივით, თუმცა ოფიციალურად ამის შესახებ არ გამოცხადებულა.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი და ბევრი ოფიციალური დაწესებულება ყოველთვის უფრო მუქ ლურჯ შეფერილობის დროშებს იყენებდნენ. მაგრამ 1976 წელს, პრეზიდენტ ვალერი ჟისკარ-დ’ესტენის მმართველობისას დროშაზე უფრო ღია ფერის ლურჯი დაიტანეს, რომელიც ევროკავშირის ლურჯი დროშის ფერს უფრო მეტად ემთხვეოდა.
ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ელისეს სასახლეში დროშის ახალ შეფერილობასთან დაკავშირებით გარკვეული უთანხმოებები წარმოიშვა. პრეზიდენტ მაკრონის გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეები ირწმუნებოდნენ, რომ ახალი ფერი უშნოა და რომ ევროკავშირის დროშასთან კონფლიქტში მოდის.
მათი აზრით, ფერის შეცვლა შეიძლება განმარტებული იყოს როგორც ევროკავშირის საწინააღმდეგო ჟესტი. და ეს იმ ფონზე, როცა საფრანგეთი 2022 წლის იანვრიდან ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.
განახლებული სახელმწიფო დროშები უკვე აღიმართა ელისეს სასახლეზე, ეროვნული კრებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებზე.
ყველა ახალი ამბავი
0