https://sputnik-georgia.com/20211115/jen-psakim-kamala-harisi-daicva-262066515.html
პსაკიმ კამალა ჰარისი დაიცვა: პრეს-მდივანი ტვიტს აქვეყნებს
პსაკიმ კამალა ჰარისი დაიცვა: პრეს-მდივანი ტვიტს აქვეყნებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ მკვეთრად უპასუხა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას და განაცხადა... 15.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-15T10:40+0400
2021-11-15T10:40+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
პოლიტიკა
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0a/250301042_0:157:3006:1848_1920x0_80_0_0_24181256ae016d1e3203f92728a8016a.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ მკვეთრად უპასუხა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას და განაცხადა, რომ ჰარისი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის „მნიშვნელოვანი პარტნიორია“.შესაბამისი განცხადება პსაკიმ საკუთარ Twitter-ზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ჰარისის ამჟამინდელმა და ყოფილმა თანაშემწეებმა, ადმინისტრაციის დემოკრატმა წევრებმა და სხვა ჩინოვნიკებმა ტელეარხ CNN-თან ინტერვიუში ვიცე-პრეზიდენტი გააკრიტიკეს. მათი თქმით, ჰარისი „მზად არ არის“ თავისი მოვალეობების შესასრულებლად.გარდა ამისა, წყაროების ცნობით, თავად კამალა ჰარისმაც დაიჩივლა, რომ პოლიტიკურ მოღვაწეობაში თავს შეზღუდულად გრძნობს.მანამდე, სექტემბრის ბოლოს აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელმა წევრებმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაყენება მოითხოვეს, განაცხადეს რა, რომ მან შეცდომები დაუშვა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანისას. ამასთან პრეტენზიები შეეხო ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსაც — რესპუბლიკელები მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას მოითხოვდნენ.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/0a/250301042_167:0:2839:2004_1920x0_80_0_0_44838f51adb2486e508e3c69589f5e50.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
პსაკიმ კამალა ჰარისი დაიცვა: პრეს-მდივანი ტვიტს აქვეყნებს
10:40 15.11.2021 (განახლებულია: 15:53 20.07.2023) თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ მკვეთრად უპასუხა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას და განაცხადა, რომ ჰარისი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის „მნიშვნელოვანი პარტნიორია“.
შესაბამისი განცხადება პსაკიმ საკუთარ
Twitter-ზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ჰარისის ამჟამინდელმა და ყოფილმა თანაშემწეებმა, ადმინისტრაციის დემოკრატმა წევრებმა და სხვა ჩინოვნიკებმა ტელეარხ CNN-თან ინტერვიუში ვიცე-პრეზიდენტი გააკრიტიკეს. მათი თქმით, ჰარისი „მზად არ არის“ თავისი მოვალეობების შესასრულებლად.
გარდა ამისა, წყაროების ცნობით, თავად კამალა ჰარისმაც დაიჩივლა, რომ პოლიტიკურ მოღვაწეობაში თავს შეზღუდულად გრძნობს.
„ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გაიგონოს: ჰარისი არის არა მარტო მნიშვნელოვანი პარტნიორი [ჯო ბაიდენისთვის], არამედ გაბედული ლიდერიც, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო ქვეყნის წინაშე მდგარი საკვანძო, მნიშვნელოვანი ამოცანების გადაჭრა — ხმის უფლებიდან მიგრაციის მიზეზების აღმოფხვრამდე და მაღალსიჩქარიანი კავშირის ქსელების გაფართოებამდე“, — დაწერა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა.
მანამდე, სექტემბრის ბოლოს აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელმა წევრებმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაყენება მოითხოვეს, განაცხადეს რა, რომ მან შეცდომები დაუშვა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანისას. ამასთან პრეტენზიები შეეხო ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსაც — რესპუბლიკელები მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას მოითხოვდნენ.