ზურაბ ჯაფარიძის პარტიის ოფისთან ნაგავი დაყარეს და შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს

© courtesy of Girchi"გირჩის" ოფისი
გირჩის ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
გამოწერა
ჯაფარიძის თქმით, აღნიშნული ფაქტი მათ „დაუმორჩილებლობის აქტზე“ ერთგვარი პასუხია.
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. უცნობმა პირებმა ოპოზიციური პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ოფისთან ნაგავი დაყარეს და შენობის კედლებზე შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს.
პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საკუთარ Facebook-გვერდზე მომხდარი ფაქტის ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ჯაფარიძის ინფორმაციით, შენობა, სადაც პარტიის ოფისია განთავსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.

„ამ ოფისში კონდიციონერი არ დაგვაყენებინეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიაო და ამ მართლა ვანდალებმა რა დღეში ჩააგდეს“, – დაწერა ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში.

პოლიტიკოსის თქმით, აღნიშნული ფაქტი მათ „დაუმორჩილებლობის აქტზე“ ერთგვარი პასუხია. ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საპასუხო აქციის ავტორებს ფანტაზია არ გააჩნიათ და აღნიშნა, რომ ამით მათ ვერ შეაჩერებენ.
12 ნოემბერს „გირჩმა“ აქცია საქართველოს ექვს ქალაქში ერთდროულად გამართა. აქციის მონაწილეებმა საკუთარი ავტომობილებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობების შესასვლელების ბლოკირება განახორციელეს.
„დაუმორჩილებლობის აქტის“ ავტორები მოითხოვენ გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, მის გამართვას სრულიად პროპორციული სისტემით ორპროცენტიანი ბარიერის პირობებში და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას.
ყველა ახალი ამბავი
0