https://sputnik-georgia.com/20211115/ansambli-suxishvilebi-tbilisshi-koncerts-gamartavs-262088800.html
ანსამბლი „სუხიშვილები“ თბილისში კონცერტს გამართავს
ანსამბლი „სუხიშვილები“ თბილისში კონცერტს გამართავს
Sputnik საქართველო
პროექტ „არტეფაქტებზე“ ანსამბლი სამი თვე მუშაობდა. 15.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-15T19:00+0400
2021-11-15T19:00+0400
2021-11-15T23:01+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0b/249182270_0:73:1854:1116_1920x0_80_0_0_82756c3653ddb45c139878897444be62.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში 15–16 ნოემბერს კონცერტებს გამართავს.საკულტო ანსამბლმა მაყურებლისთვის ახალი პროექტი მოამზადა, რომელიც აერთიანებს სამ ქორეოგრაფიულ დადგმას: „არტეფაქტები", „ტრანსფორმაცია", „ქარაბშა“. ბოლო ცეკვა ანსამბლის უახლესი პროგრამაა, რომელშიც გამოყენებულია უძველესი საცეკვაო მოტივები.რაც შეეხება დანარჩენ პროგრამებს, „ტრანსფორმაციას“ ჰქონდა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გამოხმაურებები. ამ პროექტში ფოლკლორის ელემენტები კლუბურ სტილთანაა შერწყმული, რაც მას განუმეორებელს ხდის. პროექტ „არტეფაქტებზე“ მოცეკვავეები სამი თვე მუშაობდნენ. „სუხიშვილების“ დამფუძნებლებმა – ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა ანსამბლი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1945 წელს შექმნეს. ეს საქართველოში პირველი პროფესიონალური ანსამბლი იყო. დღეს მას სუხიშვილი-რამიშვილების დინასტიის მესამე თაობა უძღვება. 2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, დირექტორი კი - ნინო სუხიშვილი.ანსამბლში ჩატარდა ინოვაციური რეფორმა, რომელიც ახლოსაა ე.წ. „მოდერნ-ბალეტის“ პრინციპებთან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ანსამბლი ქართულ ეროვნულ ქორეოგრაფიას არ ღალატობს. ანსამბლის მიერ დადგმული ცეკვები ქართულ ფოლკლორს ეფუძნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0b/249182270_135:0:1719:1188_1920x0_80_0_0_9d9563fc398373506992fd5fcb2381dc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, კულტურა საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, კულტურა საქართველოში
ანსამბლი „სუხიშვილები“ თბილისში კონცერტს გამართავს
19:00 15.11.2021 (განახლებულია: 23:01 15.11.2021) პროექტ „არტეფაქტებზე“ ანსამბლი სამი თვე მუშაობდა.
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში 15–16 ნოემბერს კონცერტებს
გამართავს.
საკულტო ანსამბლმა მაყურებლისთვის ახალი პროექტი მოამზადა, რომელიც აერთიანებს სამ ქორეოგრაფიულ დადგმას: „არტეფაქტები", „ტრანსფორმაცია", „ქარაბშა“. ბოლო ცეკვა ანსამბლის უახლესი პროგრამაა, რომელშიც გამოყენებულია უძველესი საცეკვაო მოტივები.
რაც შეეხება დანარჩენ პროგრამებს, „ტრანსფორმაციას“ ჰქონდა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გამოხმაურებები. ამ პროექტში ფოლკლორის ელემენტები კლუბურ სტილთანაა შერწყმული, რაც მას განუმეორებელს ხდის. პროექტ „არტეფაქტებზე“ მოცეკვავეები სამი თვე მუშაობდნენ.
„სუხიშვილების“ დამფუძნებლებმა – ილიკო სუხიშვილმა და ნინო რამიშვილმა ანსამბლი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1945 წელს შექმნეს. ეს საქართველოში პირველი პროფესიონალური ანსამბლი იყო.
დღეს მას სუხიშვილი-რამიშვილების დინასტიის მესამე თაობა უძღვება. 2007 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიკო სუხიშვილი-უმცროსი, დირექტორი კი - ნინო სუხიშვილი.
ანსამბლში ჩატარდა ინოვაციური რეფორმა, რომელიც ახლოსაა ე.წ. „მოდერნ-ბალეტის“ პრინციპებთან. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ანსამბლი ქართულ ეროვნულ ქორეოგრაფიას არ ღალატობს. ანსამბლის მიერ დადგმული ცეკვები ქართულ ფოლკლორს ეფუძნება.