Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ანა შელიას უსაყვარლესი შვილი დედას ძილშიც არ იშორებს გვერდიდან – ემოციური ვიდეო

© Instagram / annasheliaანა შელია შვილთან ერთად
ანა შელია შვილთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
გამოწერა
ცნობილი ქართველი მოდელი მორაგბე ქმართან და შვილთან ერთად ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს.
ცოტა ხნის წინ ანა შელიამ „ინსტაგრამის“ ხელმომწერებს უსაყვარლესი ვიდეო გაუზიარა. ვიდეოში ჩანს, რომ ჩაძინებული გოგონა ძილშიც კი არ უშვებს ხელს დედას და მაშინვე ეხუტება, როგორც კი იგრძნობს საფრთხეს, რომ შესაძლოა დედა მისგან წავიდეს.
ვიდეომ უამრავი დადებითი კომენტარი დაიმსახურა. ორი დღის წინ გოგონას ერთი წელი შეუსრულდა. მოდელი ანა შელია და მორაგბე ლაშა ლომიძე 2020 წლის 13 ნოემბერს გოგონას – ელი ლომიძის მშობლები გახდნენ. გოგონა საფრანგეთში დაიბადა.
ყველა ახალი ამბავი
0