https://sputnik-georgia.com/20211114/vili-sanioli-zedized-mesame-matcis-mogeba-gvsurs-262062716.html
ვილი სანიოლი: „ზედიზედ მესამე მატჩის მოგება გვსურს“
ვილი სანიოლი: „ზედიზედ მესამე მატჩის მოგება გვსურს“
Sputnik საქართველო
ამხანაგური მატჩი უზბეკეთთან 15 ნოემბერს გორში გაიმართება და თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. 14.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-14T23:57+0400
2021-11-14T23:57+0400
2021-11-14T23:57+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1b/251287406_0:81:1280:801_1920x0_80_0_0_6e592b5afc26eb917453b08188499c34.jpg
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ კალენდარული წლის გამარჯვებით დასრულება სურს.„რა თქმა უნდა გვინდა, რომ კალენდარული წელი ზედიზედ მესამე გამარჯვებით დავასრულოთ. ვისურვებდი, რომ ეროვნულმა გუნდმა კიდევ ერთხელ აჩვენოს სიმტკიცე და დისციპლინა. უზბეკეთთან მატჩის შემდეგ ოთხი თვე არ შევიკრიბებით, ასე რომ, მომავალ თამაშში დადებითი შედეგის მიღწევაა საჭირო“, - განაცხადა სანიოლმა პრესკონფერენციაზე უზბეკეთთან ამხანაგური თამაშის წინ, რომელიც 15 ნოემბერს გორში გაიმართება.ფრანგი სპეციალისტი შვედეთთან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩსაც შეეხო, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბათუმში საქართველომ ანგარიშით 2:0 მოიგო.თუ საქართველოს ნაკრები უზბეკეთს მოუგებს, კალენდარულ წელიწადს ზედიზედ მესამე მოგებით დაასრულებს. მანამდე სანიოლის შეგირდებმა მსოფლიო-2022-ის ორი შესარჩევი მატჩი მოიგეს - გასვლაზე დაამარცხეს კოსოვო (2:1), ხოლო შვედეთს საშინაო მატჩში მოუგეს (2:0).ამხანაგური მატჩი უზბეკეთთან საქართველოს ნაკრებისთვის წლევანდელ სეზონზე დასკვნითი შეხვედრა იქნება. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
https://sputnik-georgia.com/20211114/fexburti-saqartvelos-nakrebi-uzbekettan-matcistvis-mzadebas-ganagrzobs-262056317.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1b/251287406_184:75:1189:829_1920x0_80_0_0_7da920e48f32ec8dcb3b373cfa8ec4f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
ვილი სანიოლი: „ზედიზედ მესამე მატჩის მოგება გვსურს“
ამხანაგური მატჩი უზბეკეთთან 15 ნოემბერს გორში გაიმართება და თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ კალენდარული წლის გამარჯვებით დასრულება სურს.
„რა თქმა უნდა გვინდა, რომ კალენდარული წელი ზედიზედ მესამე გამარჯვებით დავასრულოთ. ვისურვებდი, რომ ეროვნულმა გუნდმა კიდევ ერთხელ აჩვენოს სიმტკიცე და დისციპლინა. უზბეკეთთან მატჩის შემდეგ ოთხი თვე არ შევიკრიბებით, ასე რომ, მომავალ თამაშში დადებითი შედეგის მიღწევაა საჭირო“, - განაცხადა სანიოლმა პრესკონფერენციაზე უზბეკეთთან ამხანაგური თამაშის წინ, რომელიც 15 ნოემბერს გორში გაიმართება.
ფრანგი სპეციალისტი შვედეთთან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩსაც შეეხო, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბათუმში საქართველომ ანგარიშით 2:0 მოიგო.
„შვედეთთან გამარჯვებაში გადამწყვეტი ფაქტორი გუნდის ერთიანობა იყო. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ თამაშით, რომელიც ბიჭებმა აჩვენეს როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ყველა ხაზის მოთამაშე კარგად დაიხარჯა. ვფიქრობ, ეს იყო გარკვეული სიურპრიზი შვედეთისთვის. რა თქმა უნდა, მატჩი არ იყო იდეალური, მაგრამ თამაშითა და შედეგით კმაყოფილი ვარ“, - განაცხადა სანიოლმა.
თუ საქართველოს ნაკრები უზბეკეთს მოუგებს, კალენდარულ წელიწადს ზედიზედ მესამე მოგებით დაასრულებს. მანამდე სანიოლის შეგირდებმა მსოფლიო-2022-ის ორი შესარჩევი მატჩი მოიგეს - გასვლაზე დაამარცხეს კოსოვო (2:1), ხოლო შვედეთს საშინაო მატჩში მოუგეს (2:0).
ამხანაგური მატჩი უზბეკეთთან საქართველოს ნაკრებისთვის წლევანდელ სეზონზე დასკვნითი შეხვედრა იქნება. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.