https://sputnik-georgia.com/20211114/tbilisis-centrsi-saakasvilis-mxardamwerta-aqcia-mimdinareobs-262060468.html
თბილისის ცენტრში სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
თბილისის ცენტრში სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
აქციის ორგანიზატორები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასაც ითხოვენ. 14.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-14T21:02+0400
2021-11-14T21:02+0400
2021-11-14T21:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262059357_0:201:1280:921_1920x0_80_0_0_8591d39c38c285a25007770fb589aed6.jpg
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია, რომლის ორგანიზატორია მოძრაობა „სირცხვილია“, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს.აქციაზე ჯერჯერობით რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი. რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.დღევანდელი აქცია ორი ძირითადი მოთხოვნით მიმდინარეობს - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნოდარ რუხაძის თქმით, პარლამენტთან შეიკრიბნენ პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და აქტივისტები, მსახიობები, მომღერლები, რომლებიც შეეცდებიან ხელისუფლებამდე მიიტანონ თავიანთი პროტესტი და მოთხოვნები.მისი თქმით, ის ვითარება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გარშემო ვითარდება, წარმოაჩენს, რომ ხელისუფლებას არ აინტერესებს მოქალაქეთა სიცოცხლე.სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. კიდევ სამი საქმე, მათ შორის საზღვრის უკანონო გადმოკვეთა, სასამართლოში განიხილება. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, საქმეებს – გაყალბებულად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262059357_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_b2e37a20c0820f164455775929c7dcae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
თბილისის ცენტრში სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
აქციის ორგანიზატორები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასაც ითხოვენ.
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია, რომლის ორგანიზატორია მოძრაობა „სირცხვილია“, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარეობს.
აქციაზე ჯერჯერობით რამდენიმე ასეული ადამიანია შეკრებილი. რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დღევანდელი აქცია ორი ძირითადი მოთხოვნით მიმდინარეობს - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნოდარ რუხაძის თქმით, პარლამენტთან შეიკრიბნენ პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და აქტივისტები, მსახიობები, მომღერლები, რომლებიც შეეცდებიან ხელისუფლებამდე მიიტანონ თავიანთი პროტესტი და მოთხოვნები.
„დღევანდელი აქციით სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები ვითხოვთ ვადამდელ, სრულად პროპორციულ არჩევნებს. ამ არჩევნებზეც კარგად ვნახეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ” ადმინისტრაციული რესურსის, სუს-ისა და ყველა მექანიზმის გამოყენებით მოახდინა გავლენა მოქალაქეების თავისუფალ ნებაზე“, - განაცხადა რუხაძემ.
მისი თქმით, ის ვითარება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გარშემო ვითარდება, წარმოაჩენს, რომ ხელისუფლებას არ აინტერესებს მოქალაქეთა სიცოცხლე.
სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. კიდევ სამი საქმე, მათ შორის საზღვრის უკანონო გადმოკვეთა, სასამართლოში განიხილება. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, საქმეებს – გაყალბებულად.