საქართველოში ჩადენილი დანაშაულის რიცხვი შემცირდა: შსს-ს ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2021
გამოწერა
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – ცხრა თვეში დაახლოებით 12,5 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა.
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. 2021 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრამდე ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა 0,56%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ მასალებში.
2021 წლის ცხრა თვეში დაფიქსირებულია 43,8 ათასზე მეტი დანაშაული, საიდანაც გახსნილია მხოლოდ 45,6%.
ამასთან მხოლოდ სექტემბერში ჩადენილია 4,6 ათასი დანაშაული, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 25,7%-ით ნაკლებია.
შსს–ს მასალების მიხედვით, საქართველოში თვეში საშუალოდ 4,5–5 ათასი დანაშაული ფიქსირდება.

დანაშაულის ტოპ-ხუთეული

საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით დაახლოებით 12,5 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 32,6%.
მეორე ადგილზეა ოჯახური ძალადობა. ცხრა თვეში დაფიქსირდა 3,9 ათასი ოჯახური ძალადობის შემთხვევა. აქედან გახსნილია 71,1%.
მესამე ადგილზე კი ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული აღმოჩნდა – 2,9 ათასი ფაქტი 9 თვეში, საიდანაც გახსნილია 85,5%.
ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეული
ქურდობა – 12.461
ოჯახური ძალადობა – 3.925
ნარკოდანაშაული – 2.933
მუქარა – 2.598
სატრანსპორტო დანაშაული – 2.395
გარდა ამისა, შსს–ს მონაცემებით, 2021 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში ქვეყანაში დარეგისტრირდა 56 მკვლელობა, აქედან 28 – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 230 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 133 – გაუპატიურება, 4 - ადამიანების მძევლად აყვანა, 9 – ადამიანებით ვაჭრობა, 23 – მექრთამეობა, 9 - ტერორიზმი.

რამდენი დაისაჯა

საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში სხვადასხვა სახის ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მიეცა 13.955 ადამიანი. აქედან 934 პირობით სასჯელს იხდიდა. აქედან 4.099 დაკავებული სისხლის სამართლის პასუხისგებაში თბილისში მისცეს.
ყველა ახალი ამბავი
0