საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ინვესტორების მოზიდვის გეგმაზე მუშაობს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი. დარეჯან დედოფლის სასახლე
თბილისი. დარეჯან დედოფლის სასახლე - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2021
გამოწერა
მენეჯმენტის სფეროში საინვესტიციო პროექტების გარდა, ინვესტორებს ინდუსტრიულ პროექტებსაც შესთავაზებენ.
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში ახალი საინვესტიციო პროექტები ლოგისტიკისა და ინდუსტრიის სფეროში გამოჩნდება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
ამ დროისთვის საქართველოში ინვესტიციების მოცულობის შემცირება შეინიშნება. წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2021 წლის მეორე კვარტალში ის 2,6%-ით შემცირდა და 234,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2020 წელს, წინასწარი შეფასებით, 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით 52,9%-ით შემცირდა და 616,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
„მომზადებული გვაქვს საკმაოდ წონადი პორტფელი, რომელიც ინვესტორებს უნდა შევთავაზოთ, ეს ეხება სხვადასხვა ლოგისტიკურ პროექტს, მათ შორის საპორტო ინდუსტრიის, A კლასის ლოგისტიკური ცენტრების განვითარებას, ასევე საერთაშორისო აეროპორტებში კარგო-ტერმინალების განვითარებას“, - განაცხადა თურნავამ.
მისი განცხადებით, მართვის სფეროში საინვესტიციო პროექტების გარდა, ინვესტორებს ინდუსტრიულ პროექტებსაც შესთავაზებენ.
კუპიურები - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2020
საქართველოში ინვესტიციები შემცირდა: პროგნოზები და რეკომენდაციები
„ეს იქნება ძალიან დიდი პროექტები ინდუსტრიის სხვადასხვა დარგში დაწყებული მანქანათმშენებლობით, დასრულებული IT ინდუსტრიით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ინვესტორებისთვის შეთავაზებული ყველა პროექტი განხორციელდება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში.
„მზადყოფნის სხვადასხვა ეტაპზე 21 ასეთი პროექტია. არის პროექტები, რომელიც ბოლო ეტაპზეა გადასული“, - განმარტა პროგრამის დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.
მისი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ახალი ინვესტორების მოსაზიდად პარალელურად მუშაობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ. პროგრამები მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.
ყველა ახალი ამბავი
0