Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliგამვლელები პირბადეებით
გამვლელები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.700-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 784.091-ს მიაღწია.
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 3.700 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.596 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი - 598, კახეთი - 327, შიდა ქართლი - 307, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 236, ქვემო ქართლი - 240, აჭარა - 135, სამცხე-ჯავახეთი - 99, გურია - 77, მცხეთა-მთიანეთი - 57, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5.277 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 716.382-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 81 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 10.975-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 56.708 აქტიური შემთხვევაა.
ქვეყნის მასშტაბით კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.838 პაციენტი.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.216 ადამიანი, მათ შორის 803 - თბილისში, 241 - აჭარაში.
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 14.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 14 ნოემბერი
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 51 ადამიანი, ყველა მათგანი მოთავსებულია თბილისში მდებარე სივრცეებში.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49.364 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.700-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 784.091-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0