https://sputnik-georgia.com/20211113/saqartvelosi-etikuri-umciresobebi-istoriuli-gvarebis-dabrunebas-sezleben-262042485.html
საქართველოში ეთნიკური უმცირესობები ისტორიული გვარების დაბრუნებას შეძლებენ
საქართველოში ეთნიკური უმცირესობები ისტორიული გვარების დაბრუნებას შეძლებენ
Sputnik საქართველო
ისტორიული გვარის აღდგენის საკითხზე განაცხადის შეტანა მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი 13.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-13T16:06+0400
2021-11-13T16:06+0400
2021-11-13T16:06+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250961265_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_579c2e009df07867edc119ca5ccf9b3b.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტი უახლოეს დროს დაიწყებს ახალი კანონის „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ განხილვას, რომელიც საქართველოში ეთნიკურ უმცირესობებს ისტორიული გვარების აღდგენის საშუალებას მისცემს.კანონპროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან.პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროში ეთნიკური უმცირესობებისთვის ისტორიული გვარების დასაბრუნებლად შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის საკითხს და იუსტიციის მინისტრს წარუდგენს იმ ერების სიას, რომელთა გვარები ისტორიულად შეიცვალა.ასევე, კომისია შეიმუშავებს ისტორიული გვარების აღდგენის მეთოდოლოგიას.ისტორიული გვარის აღდგენის საკითხზე განაცხადის შეტანა მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი. მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს მთელ რიგ კრიტერიუმებს: იყოს საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1993 წლამდე საქართველოში და წარმოადგინოს ეთნიკური კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი.იმისათვის, რომ ეს კანონპროექტი კანონად იქცეს, მისი დამტკიცება ჯერ კომიტეტებში უნდა მოხდეს, შემდეგ კი დეპუტატებმა ის სამი მოსმენით უნდა მიიღონ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250961265_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_8b15a30738d34bd9536486504de7d369.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
საქართველოში ეთნიკური უმცირესობები ისტორიული გვარების დაბრუნებას შეძლებენ
ისტორიული გვარის აღდგენის საკითხზე განაცხადის შეტანა მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი
თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტი უახლოეს დროს დაიწყებს
ახალი კანონის „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ განხილვას, რომელიც საქართველოში ეთნიკურ უმცირესობებს ისტორიული გვარების აღდგენის საშუალებას მისცემს.
კანონპროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან.
„ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელთათვის კანონპროექტის მიღების შემდეგ გაჩნდება ავთენტური გვარის მინიჭების მექანიზმი, რომელიც მათ დაკარგეს ისტორიული პროცესების გამო“, - აღნიშნავენ კანონპროექტის ავტორები.
პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროში ეთნიკური უმცირესობებისთვის ისტორიული გვარების დასაბრუნებლად შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის საკითხს და იუსტიციის მინისტრს წარუდგენს იმ ერების სიას, რომელთა გვარები ისტორიულად შეიცვალა.
ასევე, კომისია შეიმუშავებს ისტორიული გვარების აღდგენის მეთოდოლოგიას.
ისტორიული გვარის აღდგენის საკითხზე განაცხადის შეტანა მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი. მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს მთელ რიგ კრიტერიუმებს: იყოს საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1993 წლამდე საქართველოში და წარმოადგინოს ეთნიკური კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
იმისათვის, რომ ეს კანონპროექტი კანონად იქცეს, მისი დამტკიცება ჯერ კომიტეტებში უნდა მოხდეს, შემდეგ კი დეპუტატებმა ის სამი მოსმენით უნდა მიიღონ.