https://sputnik-georgia.com/20211113/saqartvelos-prezidenti-kavkasiuri-enebis-saertasoriso-dris-dawesebis-iniciativit-gamovida-262041486.html
საქართველოს პრეზიდენტი კავკასიური ენების საერთაშორისო დღის დაწესების ინიციატივით გამოვიდა
საქართველოს პრეზიდენტი კავკასიური ენების საერთაშორისო დღის დაწესების ინიციატივით გამოვიდა
Sputnik საქართველო
მისი თქმით, ქართული ენის გარდა, კავკასიური ოჯახის ენები გაქრობის საფრთხის წინაშე არიან 13.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-13T15:06+0400
2021-11-13T15:06+0400
2021-11-13T15:07+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
იუნესკო
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252378346_36:126:1464:929_1920x0_80_0_0_45073e5caf0d4d4c22064e50a9d73a52.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუნესკოს კავკასიური ენების საერთაშორისო დღის დაწესების ინიციატივით მიმართა.საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო იუნესკოს 75 წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმში, რომელზეც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები შეიკრიბნენ და მსოფლიოს თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავების მიმართულებით, ორგანიზაციის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრეს.საქართველოს პრეზიდენტის თქმით, იუნესკოს დაარსებიდან 75 წელი გავიდა, და ამ პერიოდში ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ადამიანები დაახლოებოდნენ და დაეცვათ კაცობრიობის ყველა მემკვიდრეობა, რათა მშვიდობიან სამყაროში ყველას შესძლებოდა, საკუთარი თავი მიეძღვნა ადამიანური სიმდიდრეების შექმნას. მაგრამ მსოფლიო კვლავ ახალ და სულ უფრო ძლიერ გამოწვევებს აწყდება.მან განსაკუთრებული ყურადღება კავკასიურ ენებს დაუთმო.„დასასრულს, მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო კავკასიურ ენათა ოჯახზე, რომელიც ყველაზე პატარა ლინგვისტური ოჯახია ევრაზიის კონტინენტზე, თუმცა ათეულ ენას მოიცავს. აფხაზური ენა ერთ-ერთია იმ მრავალ ენათა შორის, რომლებიც კავკასიას უძველესი დროიდან წარმოაჩენდნენ და რომელსაც არაბები ენების მთას უწოდებდნენ. კავკასიური ოჯახის ენები, ყველა, ქართული ენის გარდა, გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომი ენების სიაშია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.დასასრულს პრეზიდენტმა მიმართა იუნესკოს ინიციატივით, რათა კავკასიური ენების საერთაშორისო დღე დაწესდეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252378346_351:121:1428:929_1920x0_80_0_0_20b9cfcb84c804a5c578fcc17dfcd5fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, იუნესკო , საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, იუნესკო , საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი კავკასიური ენების საერთაშორისო დღის დაწესების ინიციატივით გამოვიდა
15:06 13.11.2021 (განახლებულია: 15:07 13.11.2021) მისი თქმით, ქართული ენის გარდა, კავკასიური ოჯახის ენები გაქრობის საფრთხის წინაშე არიან
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუნესკოს კავკასიური ენების საერთაშორისო დღის დაწესების ინიციატივით მიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო იუნესკოს 75 წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმში, რომელზეც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები შეიკრიბნენ და მსოფლიოს თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავების მიმართულებით, ორგანიზაციის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრეს.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, იუნესკოს დაარსებიდან 75 წელი გავიდა, და ამ პერიოდში ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ადამიანები დაახლოებოდნენ და დაეცვათ კაცობრიობის ყველა მემკვიდრეობა, რათა მშვიდობიან სამყაროში ყველას შესძლებოდა, საკუთარი თავი მიეძღვნა ადამიანური სიმდიდრეების შექმნას. მაგრამ მსოფლიო კვლავ ახალ და სულ უფრო ძლიერ გამოწვევებს აწყდება.
„დოკუმენტი, რომელიც იუნესკომ ახლახან მიიღო, რათა გაუმკლავდეს სოციალურ ქსელში სიძულვილის ენის მოზღვავებას, პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელსაც მხარი უნდა დავუჭიროთ და გავაზიაროთ ყველამ ჩვენს ქვეყანებში. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა სიძულვილის ენაზე გავიმარჯვოთ. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რათა შევინარჩუნოთ ენები, რომლებიც ერთმანეთის გაგებაში გვეხმარებიან და რომლებიც თავად გაქრობის ობიექტები არიან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მან განსაკუთრებული ყურადღება კავკასიურ ენებს დაუთმო.
„დასასრულს, მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო კავკასიურ ენათა ოჯახზე, რომელიც ყველაზე პატარა ლინგვისტური ოჯახია ევრაზიის კონტინენტზე, თუმცა ათეულ ენას მოიცავს. აფხაზური ენა ერთ-ერთია იმ მრავალ ენათა შორის, რომლებიც კავკასიას უძველესი დროიდან წარმოაჩენდნენ და რომელსაც არაბები ენების მთას უწოდებდნენ. კავკასიური ოჯახის ენები, ყველა, ქართული ენის გარდა, გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომი ენების სიაშია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
დასასრულს პრეზიდენტმა მიმართა იუნესკოს ინიციატივით, რათა კავკასიური ენების საერთაშორისო დღე დაწესდეს.