რუსეთს მოდუნების საშუალებას არ აძლევენ, მაგრამ ქვეყანა ამას არც აპირებს: ვლადიმირ პუტინი

© photo: Sputnik / Максим Блинов / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2021
გამოწერა
ასეთი კომენტარი გააკეთა რუსეთის ლიდერმა შავ ზღვაში არსებულ ვითარებაზე და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე
თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უცხოელი პარტნიორები რუსეთს არ აძლევენ მოდუნების საშუალებას, რასაც ქვეყანა ისედაც არ აპირებს.
„იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ უბრალოდ არ გვაძლევენ მოდუნების საშუალებას, მაგრამ უნდა იცოდნენ, რომ მოდუნებას არც ვაპირებთ“, - განაცხადა მან ტელეკომპანია Russia 24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც შეეხო უკრაინაში არსებულ ვითარებაზე და ნატოს წვრთნებზე შავ ზღვაში.
მანამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმაც გამოთქვა შეშფოთება შავ ზღვაში შექმნილი ვითარებით. მისი თქმით, ეს არის შეერთებული შტატებისა და ნატოს მიერ განხორციელებული პროვოკაციების უწყვეტი სერია, რაც არის „თამაში ცეცხლთან“ და „რუსეთის სიძლიერის გამოცდის მორიგი მცდელობა“.
მანამდე აშშ-ის მეექვსე ფლოტის ფლაგმანი Mount Whitney და გამანადგურებელი Porter შავ ზღვაში შევიდნენ სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, ამერიკული გემების აკვატორიაში ყოფნაზე კომენტარისას აღნიშნა, რომ ისინი აკვირდებიან მათ ქმედებებს. უწყებაში მიაჩნიათ, რომ აშშ ცდილობს შექმნას სამხედრო დაჯგუფება რუსეთის საზღვრებთან, ვაშინგტონის ერთ-ერთი მიზანი — უკრაინის სამხედრო ათვისებაა, რომ შტატები სწავლობენ სიტუაციას იმ შემთხვევისთვის, თუ დონბასში კონფლიქტის გადაჭრა ძალისმიერი გზით გადაწყდება, მიაჩნიათ სამინისტროში.
ყველა ახალი ამბავი
0