მეტროს სადგურ „დიდუბეში“ ლიანდაგებში ჩავარდნილი მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია

© photo: Sputnik / Evgeniy Samarin / გადასვლა მედიაბანკშირეანიმაციის განყოფილება
რეანიმაციის განყოფილება - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2021
გამოწერა
ლიანდაგებში ჩავარდნილი ახალაგაზრდა მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში მრავლობითი მოტეხილობებით გუშინ გადაიყვანა.
თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. კრიტიკულად მძიმეა ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც პარასკევს მეტროსადგურ „დიდუბის“ ლიანდაგში ჩავარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ქართული მედიაში გავრცელდა.
როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, ის ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2021
მეტროს სადგურ „დიდუბეში“ ლიანდაგებში ჩავარდნილი მამაკაცი ამოიყვანეს
მამაკაცის ამოყვანის სამუშაოები ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ის ლიანდაგებსა და მატარებელს შორის იყო გაჭედილი. სანამ მაშველები ლიანდაგებსა და მატარებელს შორის გაჭედილი მამაკაცის ამოყვანას ცდილობდნენ, მეტროს სადგური ჩაკეტილი იყო. მოქალაქეებს ტერიტორია დაატოვებინეს, ხოლო მატარებელი, რომლის ქვეშაც იყო მამაკაცი მოყოლილი, სპეციალური ტექნიკით გასწიეს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კლინიკა „ჰელსიკორში“ გადაიყვანა, სადაც ის მკურნალობის კურსს გადის. ლიანდაგებიდან ამოყვანის დროს ის კონტაქტური იყო, თუმცა მარავლობითი მიტეხილობები აღენიშნებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0