https://sputnik-georgia.com/20211113/germaniasi-moqalaqeebs-soba-axali-wlis-masstabur-arnisvnas-ar-urceven-262044234.html
გერმანიაში მოქალაქეებს შობა-ახალი წლის მასშტაბურ აღნიშვნას არ ურჩევენ
გერმანიაში მოქალაქეებს შობა-ახალი წლის მასშტაბურ აღნიშვნას არ ურჩევენ
Sputnik საქართველო
ქვეყანაში კორონავირუსის გახშირებული შემთხვევების გამო, ასევე იგეგმება შეზღუდვების გამკაცრება 13.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-13T17:11+0400
2021-11-13T17:11+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262041052_0:191:2965:1858_1920x0_80_0_0_3766f9ab1f8724ee6c5959c4f0148b16.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტმა ბერბელ ბასმა მოსახლეობას მოუწოდა, უარი თქვან ზამთრის დღესასწაულების ფართომასშტაბიან აღნიშვნაზე ქვეყანაში COVID-19-ის მზარდი შემთხვევების ფონზე.ბასმა დასძინა, რომ ასეთ ღონისძიებებზე „2G-ს წესი“ (მხოლოდ ვაქცინირებულთა და კოვიდ-გადატანილთა დაშვების შესახებ) თავის თავად უნდა იგულისხმებოდეს. მან მოუწოდა „ყველას თავი შეიკავონ ფართომასშტაბიანი დღესასწაულებისგან".თავის მხრივ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ჰორსტ ზეეჰოფერმა ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდა.„ნამდვილად იმედი მაქვს, რომ მომავალ კვირას ქვეყნის მასშტაბით რეგულაცია იქნება მიღებული. ჩვენ აღარ უნდა დავაბნიოთ მოსახლეობა", - განუცხადა ზეეჰოფერმა გაზეთ Augsburger Allgemeinen Zeitung-ს.მინისტრის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა აღნიშნა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირების პროცესმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იმოქმედოს პანდემიასთან საბრძოლველად აუცილებელი ზომების შემუშავებაზე. ზეეჰოფერის თქმით, „პარტიულ-პოლიტიკური თვალსაზრისით, აქ ვერავინ ვერაფერს მოიგებს, მაგრამ ბევრს შეუძლია ბევრი რამე დაკარგოს“.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262041052_116:0:2847:2048_1920x0_80_0_0_dd415286ffe590d843f1309382e09b39.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები
გერმანიაში მოქალაქეებს შობა-ახალი წლის მასშტაბურ აღნიშვნას არ ურჩევენ
17:11 13.11.2021 (განახლებულია: 15:53 20.07.2023) ქვეყანაში კორონავირუსის გახშირებული შემთხვევების გამო, ასევე იგეგმება შეზღუდვების გამკაცრება
თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტმა ბერბელ ბასმა მოსახლეობას მოუწოდა, უარი თქვან ზამთრის დღესასწაულების ფართომასშტაბიან აღნიშვნაზე ქვეყანაში COVID-19-ის მზარდი შემთხვევების ფონზე.
„ყველა მოქალაქემ თავად უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა მონაწილეობა მიიღოს საშობაო წვეულებებში თუ კარნავალში ამ ზამთარს“, - განუცხადა ბასმა (SPD) შაბათს მედიაჯგუფ Funke-სთან საუბრისას.
ბასმა დასძინა, რომ ასეთ ღონისძიებებზე „2G-ს წესი“ (მხოლოდ ვაქცინირებულთა და კოვიდ-გადატანილთა დაშვების შესახებ) თავის თავად უნდა იგულისხმებოდეს. მან მოუწოდა „ყველას თავი შეიკავონ ფართომასშტაბიანი დღესასწაულებისგან".
თავის მხრივ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ჰორსტ ზეეჰოფერმა ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდა.
„ნამდვილად იმედი მაქვს, რომ მომავალ კვირას ქვეყნის მასშტაბით რეგულაცია იქნება მიღებული. ჩვენ აღარ უნდა დავაბნიოთ მოსახლეობა", - განუცხადა ზეეჰოფერმა გაზეთ
Augsburger Allgemeinen Zeitung-ს.
მინისტრის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა აღნიშნა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირების პროცესმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იმოქმედოს პანდემიასთან საბრძოლველად აუცილებელი ზომების შემუშავებაზე. ზეეჰოფერის თქმით, „პარტიულ-პოლიტიკური თვალსაზრისით, აქ ვერავინ ვერაფერს მოიგებს, მაგრამ ბევრს შეუძლია ბევრი რამე დაკარგოს“.