https://sputnik-georgia.com/20211113/ermalo-marraze-gardaicvala-262040252.html
რეჟისორი ერმალო მაღრაძე გარდაიცვალა
რეჟისორი ერმალო მაღრაძე გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
მცდელობის მიუხედავად მედიკოსებმა რეჟისორის გადარჩენა ვერ შეძლეს. 13.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-13T13:29+0400
2021-11-13T13:29+0400
2023-08-17T18:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24576/18/245761830_0:52:1000:615_1920x0_80_0_0_4ee8986a395c008557c57f85fe864ad9.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი რეჟისორი ერმალო მაღრაძე კორონავირუსის გართულებით 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ რეჟისორის მეუღლემ, მანანა ხიდაშელმა სოციალურ ქსელ Facebook-ში დაწერა.ერმალო მაღრაძეს ახალი კორონავირუსული ინფექცია ოქტომბრის თვეში დაუდასტურდა, 4 ნოემბერს კი ის კლინიკაში გადაიყვანეს. ის მკურნალობის კურსს „კლინიკა ბომონდის“ კოვიდცენტრში მეუღლესთან ერთად გადიოდა.როგორც კოვიდცენტრში აცხადებდნენ, პაციენტს ფილტვის ქსოვილის დიდი ნაწილი დაზიანებული ჰქონდა და ყველა შესაბამისი მკურნალობა უტარდებოდა. მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.ერმალო მაღრაძე 1943 წლის 14 დეკემბერს დაიბადა. 1977 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ ჯერ რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ მეორე რეჟისორად. 1986 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი სცენარისტის სპეციალობით.1992 წელს დააარსა კინოფირმა „ერმალოფილმი“. 2000 წლიდან მოღვაწეობდა ზესტაფონში. გადაღებულია რამდენიმე ფილმში და არის საკუთარი ფილმების ავტორიც.
https://sputnik-georgia.com/20190628/ermalo-magradzem-axali-pilmi-gadaigho-245761956.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24576/18/245761830_56:0:944:666_1920x0_80_0_0_1c0b6da7dfcc9332359d69b6fcdc4cba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, covid-19
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, covid-19
რეჟისორი ერმალო მაღრაძე გარდაიცვალა
13:29 13.11.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) მცდელობის მიუხედავად მედიკოსებმა რეჟისორის გადარჩენა ვერ შეძლეს.
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი რეჟისორი ერმალო მაღრაძე კორონავირუსის გართულებით 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ რეჟისორის მეუღლემ, მანანა ხიდაშელმა სოციალურ ქსელ
Facebook-ში დაწერა.
ერმალო მაღრაძეს ახალი კორონავირუსული ინფექცია ოქტომბრის თვეში დაუდასტურდა, 4 ნოემბერს კი ის კლინიკაში გადაიყვანეს. ის მკურნალობის კურსს „კლინიკა ბომონდის“ კოვიდცენტრში მეუღლესთან ერთად გადიოდა.
როგორც კოვიდცენტრში აცხადებდნენ, პაციენტს ფილტვის ქსოვილის დიდი ნაწილი დაზიანებული ჰქონდა და ყველა შესაბამისი მკურნალობა უტარდებოდა. მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ერმალო მაღრაძე 1943 წლის 14 დეკემბერს დაიბადა. 1977 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ ჯერ რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ მეორე რეჟისორად. 1986 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი სცენარისტის სპეციალობით.
1992 წელს დააარსა კინოფირმა „ერმალოფილმი“. 2000 წლიდან მოღვაწეობდა ზესტაფონში. გადაღებულია რამდენიმე ფილმში და არის საკუთარი ფილმების ავტორიც.