https://sputnik-georgia.com/20211113/erdoranma-dardanelis-sruteze-xidis-bolo-nawilis-montajis-dawyebis-ceremonias-daeswro-262047815.html
ერდოღანი დარდანელის სრუტეზე ხიდის ბოლო ნაწილის მონტაჟის დაწყების ცერემონიას დაესწრო
ერდოღანი დარდანელის სრუტეზე ხიდის ბოლო ნაწილის მონტაჟის დაწყების ცერემონიას დაესწრო
Sputnik საქართველო
დარდანელის სრუტეზე 3,7 კილომეტრიანი ხიდის მშენებლობა, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე გრძელი - 2.023 მეტრიანი -ცენტრალური მონაკვეთი ექნება, 2017 წლის მარტიდან... 13.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-13T21:46+0400
2021-11-13T21:46+0400
2023-07-20T15:53+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1b/252140482_0:177:3015:1873_1920x0_80_0_0_68bc04c445b79f16dca8c4fc64e90382.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიიპ ერდოღანი დარდანელის სრუტეზე დაკიდული ხიდის ბოლო ნაწილის მონტაჟის დაწყების ცერემონიას დაესწრო - ხიდის ექსპლუატაციაში ჩაბარება 2022 წლის მარტში იგეგმება.„ხიდი დარდანელზე არის სწრაფად განვითარებადი თურქეთის კიდევ ერთი ბრენდი. მისი მშენებლობა ხორციელდება სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის მოდელის მიხედვით: „ააშენე-მართე-გადაეცი“. ჩვენ შევდივართ იმ პერიოდში, როდესაც თურქეთში სახმელეთო, საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო გადაზიდვების გადაკვეთა ხდება. მსოფლიო ვაჭრობაში იზრდება ჩვენი სრუტეების მნიშვნელობა“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.მან დასძინა, რომ გარდა დარდანელის ხიდისა, თურქეთს „გადაწყვეტილი აქვს თაობების კიდევ ერთი ოცნების - „სტამბულის არხის“ რეალიზება, რომელიც ბოსფორის სრუტეს განტვირთავს და ერთმანეთს შავი და მარმარილოს ზღვებს დააკავშირებს.დარდანელის სრუტეზე 3,7 კმ სიგრძის ხიდის მშენებლობა 2017 წლის მარტიდან დაიწყო, მას ექნება მსოფლიოში ყველაზე გრძელი ცენტრალური მონაკვეთი - 2.023 მეტრი. ხიდის ცენტრალური მონაკვეთის დამჭერი კოშკების სიმაღლე 300 მეტრს აღემატება. ხიდის წყალობით, მძღოლები საბორნე გადასასვლელთან რიგებს თავიდან აიცილებენ, ხოლო დარდანელის გავლით მგზავრობის დრო ექვს წუთამდე შემცირდება. ხიდს ექნება სახელწოდება „ჩანაქკალე 1915" - პირველი მსოფლიო ომის დროს დარდანელის ოპერაციაში (ჩანაქკალეს ბრძოლა) თურქეთის არმიის ინტერვენტებზე გამარჯვების პატივსაცემად.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1b/252140482_142:0:2873:2048_1920x0_80_0_0_4e7e9aee975a5de45f1443344798cbb6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები
ერდოღანი დარდანელის სრუტეზე ხიდის ბოლო ნაწილის მონტაჟის დაწყების ცერემონიას დაესწრო
21:46 13.11.2021 (განახლებულია: 15:53 20.07.2023) დარდანელის სრუტეზე 3,7 კილომეტრიანი ხიდის მშენებლობა, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე გრძელი - 2.023 მეტრიანი -ცენტრალური მონაკვეთი ექნება, 2017 წლის მარტიდან მიმდინარეობს
თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიიპ ერდოღანი დარდანელის სრუტეზე დაკიდული ხიდის ბოლო ნაწილის მონტაჟის დაწყების ცერემონიას დაესწრო - ხიდის ექსპლუატაციაში ჩაბარება 2022 წლის მარტში იგეგმება.
„ხიდი დარდანელზე არის სწრაფად განვითარებადი თურქეთის კიდევ ერთი ბრენდი. მისი მშენებლობა ხორციელდება სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის მოდელის მიხედვით: „ააშენე-მართე-გადაეცი“. ჩვენ შევდივართ იმ პერიოდში, როდესაც თურქეთში სახმელეთო, საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო გადაზიდვების გადაკვეთა ხდება. მსოფლიო ვაჭრობაში იზრდება ჩვენი სრუტეების მნიშვნელობა“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
მან დასძინა, რომ გარდა დარდანელის ხიდისა, თურქეთს „გადაწყვეტილი აქვს თაობების კიდევ ერთი ოცნების - „სტამბულის არხის“ რეალიზება, რომელიც ბოსფორის სრუტეს განტვირთავს და ერთმანეთს შავი და მარმარილოს ზღვებს დააკავშირებს.
დარდანელის სრუტეზე 3,7 კმ სიგრძის ხიდის მშენებლობა 2017 წლის მარტიდან დაიწყო, მას ექნება მსოფლიოში ყველაზე გრძელი ცენტრალური მონაკვეთი - 2.023 მეტრი. ხიდის ცენტრალური მონაკვეთის დამჭერი კოშკების სიმაღლე 300 მეტრს აღემატება. ხიდის წყალობით, მძღოლები საბორნე გადასასვლელთან რიგებს თავიდან აიცილებენ, ხოლო დარდანელის გავლით მგზავრობის დრო ექვს წუთამდე შემცირდება. ხიდს ექნება სახელწოდება „ჩანაქკალე 1915" - პირველი მსოფლიო ომის დროს დარდანელის ოპერაციაში (ჩანაქკალეს ბრძოლა) თურქეთის არმიის ინტერვენტებზე გამარჯვების პატივსაცემად.