აღმოსავლეთ საქართველოში კაკლის გადამამუშავებელი პირველი საწარმო გაიხსნა

© MINISTRY OF ENVIRONMENTAL PROTECTION AND AGRICULTURE OF GEORGIAკაკლის პირველი გადამამუშავებელი საწარმო
კაკლის პირველი გადამამუშავებელი საწარმო - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2021
გამოწერა
საწარმოში, რომელიც წელიწადში 500 ტონამდე კაკალს გამოუშვებს, 2,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში თანამედროვე სტანდარტით აღჭურვილი კაკლის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა, იუწყება სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
კომპანიამ საწარმოს შესაქმნელად 2,5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 600 ათასი ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, ხოლო 1,5 მლნ ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი. საწარმოში მუდმივად დასაქმებულია 15 ადგილობრივი მოსახლე, ხოლო სეზონზე მათი რაოდენობა გაორმაგდება.
© MINISTRY OF ENVIRONMENTAL PROTECTION AND AGRICULTURE OF GEORGIAკაკლის პირველი გადამამუშავებელი საწარმო
Первое предприятие по переработке грецких орехов - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2021
კაკლის პირველი გადამამუშავებელი საწარმო
„ანიგოზის“ ქარხანა ნედლეულს კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის ფერმერებისგან ყიდულობს. წელს ქარხანამ უკვე გადაამუშავა 110 ტონა კაკალი. მთლიანი საწარმოო სიმძლავრე 500 ტონაა.
კომპანია პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს, ხოლო მომავალი წლიდან - საექსპორტო ბაზრებზე.
„სახელმწიფოს მხარდაჭერით იქმნება თანამედროვე სტანდარტების გადამმუშავებელი საწარმოები, რაც უმნიშვნელოვანესია ხარისხიანი, თანამედროვე სტანდარტის პროდუქტის მისაღებად, რომელიც არა მხოლოდ შიდა ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლებაზე იქნება ორიენტირებული, არამედ კონკურენტუნარიანი იქნება საერთაშორისო ბაზრებზეც“, - განაცხადა დავითაშვილმა.
© MINISTRY OF ENVIRONMENTAL PROTECTION AND AGRICULTURE OF GEORGIAკაკლის პირველი გადამამუშავებელი საწარმო
Первое предприятие по переработке грецких орехов - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2021
კაკლის პირველი გადამამუშავებელი საწარმო
მინისტრმა მარტყოფში მდებარე ქარხანა დაათვალიერა და წარმოების პროცესს გაეცნო. დავითაშვილის თქმით, მთავრობას აქვს საკმაოდ ამბიციური, გრძელვადიანი მიზნები და ამოცანები, რომ საქართველო კაკლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მსოფლიო ექსპორტიორად აქციოს.
„ჩვენი პოლიტიკა ამ მიმართულებით თანმიმდევრულად, მიზანმიმართულად, წარმატებით ხორციელდება, რისი მაგალითიც სოფელ მარტყოფში გახსნილი თანამედროვე სტანდარტების ახალი საწარმოა“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
საწარმოს დირექტორის ანა ქევხიშვილის თქმით, მომავალი წლიდან ნედლეულის მომწოდებელი რეგიონების არეალი გაფართოვდება. ამრიგად, გადამუშავებული პროდუქციის მოცულობა გასამმაგდება და შედეგად გაიზრდება საექსპორტო პოტენციალიც. იგეგმება საწარმოში ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას.
ყველა ახალი ამბავი
0