ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები გაიზარდა

© photo: Sputnik / Sergey Venyavskiy / გადასვლა მედიაბანკშისაყოფაცხოვრებო ტექნიკა
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2021
გამოწერა
რეკლამიდან ტელეკომპანიების შემოსავლები 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში გაიზარდა 25%-ით, ხოლო რადიოკომპანიების შემცირდა 4%-ით.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში 2021 წლის მესამე კვარტალში ტელევიზიებსა და რადიოში რეკლამებიდან შემოსავლები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 22,2%-ით გაიზარდა და 21,8 მილიონი ლარი შეადგინა, ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.
კომისიის მონაცემებით, ტელეკომპანიების სარეკლამო შემოსავლები 2021 წლის 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა და 20 მლნ ლარი შეადგინა.
სარეკლამო შემოსავლები ტელეკომპანიებს შორის ამგვარად გადანაწილდა:
„იმედი" – 5,9 მლნ ლარი
„მთავარი არხი" – 2,8 მლნ ლარი
„რუსთავი 2" – 2,4 მლნ ლარი
„ტვ პირველი" – 1,9 მლნ ლარი
„პოსტ ტვ" – 1,7 მლნ ლარი
„ფორმულა" – 1,1 მლნ ლარი
„სილკნეტი" – 0,9 მლნ ლარი
GDS – 0,8 მლნ ლარი
საზოგადოებრივი მაუწყებელი – 0,6 მლნ ლარი
დანარჩენი ტელეკომპანიები – 1,8 მლნ ლარი
რაც შეეხება რადიოსადგურებს, მათი სარეკლამო შემოსავლები მესამე კვარტალში, 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, შემცირდა 4%-ით და 1,77 მლნ ლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0