სახანძრო-სამაშველო ძალებს ახალი სპეცტექნიკა გადაეცა

© photo: Sputnikკვადროციკლი
კვადროციკლი - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2021
გამოწერა
პროექტი მიზნად ისახავს ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტყის ხანძრების პრევენციის და მათზე რეაგირების ეფექტიანობის გაზრდას, აცხადებენ უწყებაში.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ახალი, ევროპული სტანდარტის ორი ერთეული ყველგანმავალი კვადროციკლი გადაეცა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ბორჯომის სამმართველოსთვის სპეცტექნიკის გადაცემის ცერემონიას ესწრებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი და საქართველოში ესტონეთის ელჩი რიინა კალიურანდი.

„მინდა მადლობა გადავუხადო ესტონეთის მთავრობას თანამშრომლობისთვის. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გრანტის დახმარებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ორი მაღალი გამავლობის კვადროციკლი გადაეცა, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონში ჩვენი სამსახურის ეფექტურ მუშაობას", – განაცხადა ღირსიაშვილმა.

უწყების ცნობით, ახალი ტექნიკა მნიშვნელოვნად გაზრდის მეხანძრე-მაშველთა ეფექტიან მუშაობას ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტყის ხანძრების ქრობის პროცესის დროს.
კვადროციკლები მეხანძრე-მაშველებს ბორჯომის განვითარების ჯგუფისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გადაეცათ. აღნიშნული პროექტი ბორჯომის განვითარების ჯგუფსა და ესტონეთის მოხალისე მაშველთა ასოციაციისთვის გაცემული გრანტის ფარგლებში ევროკავშირმა დააფინანსა.
ყველა ახალი ამბავი
0