ქუთაისსა და მესტიას შორის რეგულარული ფრენები აღდგა

© photo: Sputnik / Stringerმესტიის აეროპორტი
მესტიის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2021
გამოწერა
მესტია–ქუთაისის ავიარეისით როგორც ადგილობრივები, ისე საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორები ისარგებლებენ.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ქუთაისსა და მესტიას შორის რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდა, ფრენები ყოველ ოთხშაბათს შესრულდება. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
ფრენების სიხშირე გაიზრდება, თუ მოთხოვნა იქნება, აღნიშნეს აეროპორტების გაერთიანებაში.
ფრენები მსუბუქი სამგზავრო საჰაერო ხომალდით L-410-ით ხორციელდება. პირველი რეისის მგზავრები ძირითადად უცხოელები იყვნენ. ფრენის დრო დაახლოებით ნახევარი საათია.
თელავი - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2021
თელავში აეროპორტ „მიმინოს“ რეაბილიტაცია მთავრდება
რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო მესტიის აეროპორტი მხოლოდ მცირე ზომის თვითმფრინავებს იღებს. 2014 წელს თამარ მეფის სახელობის აეროპორტი მსოფლიოს 10 ყველაზე ლამაზ აეროპორტებს შორის დასახელდა. აეროპორტი 2010 წელს გაიხსნა და მომსახურების 10 წლის განმავლობაში 45 ათასამდე მგზავრს მოემსახურა.
შიდა ფრენები კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ გაუქმდა და მათი აღდგენა ცოტა ხნის წინ ეტაპობრივად დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0