https://sputnik-georgia.com/20211112/parlamentma-sapensio-saagentos-auditoruli-kompania-searcia-262032977.html
ვინ განახორციელებს საპენსიო სააგენტოს აუდიტს: პარლამენტმა კომპანია შეარჩია
ვინ განახორციელებს საპენსიო სააგენტოს აუდიტს: პარლამენტმა კომპანია შეარჩია
Sputnik საქართველო
დამოუკიდებელ აუდიტორს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე უხელმძღვანელებს. 12.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-12T22:00+0400
2021-11-12T22:00+0400
2021-11-12T23:22+0400
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262031438_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_d5b72b8cb1c798621e94aa576c116c95.jpg
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლის ანგარიშგების გარე აუდიტს კომპანია „ფრაის უოთერ ჰაუსკუპერს საქართველო” (PwC საქართველო) განახორციელებს , ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, დამოუკიდებელი აუდიტორი საკონკურსო კომისიამ შეარჩია და მას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს.ამასთან ცნობილი ხდება, რომ კონკურსში მონაწილეობას „დიდი ოთხეულიდან“ სამი აუდიტორული კომპანია იღებდა: „დელოიტი და ტუში“, (Deloitte and Touche LLC), „იუაი“ (Ernst & Young Global Limited), „ფრაის უოთერ ჰაუსკუპერს საქართველო“ (PwC საქართველო).როგორც ცნობილია, საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლების გარე აუდიტი აუდიტორულმა ფირმა KPMG-მ განახორციელა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262031438_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_c7cd79331af85fade479ade1a7551146.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პარლამენტი
ვინ განახორციელებს საპენსიო სააგენტოს აუდიტს: პარლამენტმა კომპანია შეარჩია
22:00 12.11.2021 (განახლებულია: 23:22 12.11.2021) დამოუკიდებელ აუდიტორს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე უხელმძღვანელებს.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლის ანგარიშგების გარე აუდიტს კომპანია „ფრაის უოთერ ჰაუსკუპერს საქართველო” (PwC საქართველო) განახორციელებს ,
ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, დამოუკიდებელი აუდიტორი საკონკურსო კომისიამ შეარჩია და მას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს.
„კონკურსში მონაწილე აუდიტორული ფირმების მიერ წარმოდგენილი ფინანსური წინადადებების გახსნის შემდეგ, კომისიამ არჩევანი აღნიშნულ კომპანიაზე შეაჩერა“, —აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან ცნობილი ხდება, რომ კონკურსში მონაწილეობას „დიდი ოთხეულიდან“ სამი აუდიტორული კომპანია იღებდა: „დელოიტი და ტუში“, (Deloitte and Touche LLC), „იუაი“ (Ernst & Young Global Limited), „ფრაის უოთერ ჰაუსკუპერს საქართველო“ (PwC საქართველო).
როგორც ცნობილია, საპენსიო სააგენტოს 2019-2020 წლების გარე აუდიტი აუდიტორულმა ფირმა KPMG-მ განახორციელა.