ოპოზიციამ სუსის შენობაში შესასვლელები დაბლოკა – დაკავებულია სამი ადამიანი

© photo: Sputnikსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2021
გამოწერა
ყველაზე ორიგინალურმა პარტიამ საქართველოში დაუმორჩილებლობის მორიგი აქცია გამართა.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. პოლიციამ ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" რამდენიმე აქტივისტი დააკავა მას შემდეგ, რაც მათ თავიანთი ავტომობილებით ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობების შესასვლელები დაბლოკეს.
ამით მათ გააპროტესტეს თბილისში 10 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე ათობით ადამიანის დაკავება.
დღევანდელ აქციაზე სუსის შენობის შესასვლელები დაბლოკეს: თბილისში – პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, გორში – ბადრი გრიგალაშვილმა, ბათუმში – თემურ გიორგაძემ, ქუთაისში – იმედა კლდიაშვილმა, რუსთავში – ირაკლი კუკანიამ, თელავში – მწერალმა ვახტანგ მოსიაშვილმა, რომლის ფსევდონიმია ტორესა მოსი.
ამ დროისათვის ცნობილია, რომ დაკავებული არიან გრიგალაშვილი, მოსიაშვილი და გიორგი ფუტკარაძე. პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დარჩა ავტომობილში, რომელიც საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს.
ყველა ახალი ამბავი
0