Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„როცა ფეხბურთელი გიყვარს“ – მაია ასათიანი ფოტოს აქვეყნებს

© Facebook / Talk Show Profiliმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2021
გამოწერა
ცნობილი ტელეწამყვანი შეყვარებულია და ამას არ მალავს. ტელეწამყვანმა რჩეულზე საჯაროდ პირველად ცოტა ხნის წინ ისაუბრა.
საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია ის ფაქტი, რომ მაია ასათიანი შეყვარებულია, თუმცა მისი რჩეულის ვინაობას არ გვიმხელს. ტელეწამყვანი შეყვარებულის სახეს ამ დრომდე არ აჩენს, თუმცა ხშირად აქვეყნებს მასთან ერთად გადაღებულ ვიდეოებსა თუ ფოტოებს, სადაც სახეს ყოველთვის უმალავს.
ცოტა ხნის წინ მაიამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა, რომ ხშირად ეკითხებიან, რატომ მალავს საყვარელ კაცს. მისი თქმით, კაცს იმიტომ კი არ მალავს, რომ ურთიერთობაა დასამალი, არამედ იმიტომ, რომ თუ მის სახეს გამოაჩენს, შემდეგ ეს ადამიანიც ცნობილი გახდება და არ უნდა პოპულარულობის თანმდევი უარყოფითი მომენტებით სავსე იყოს მისი ცხოვრებაც.
ასათიანის თქმით, ეს მამაკაცი მისი პროფესიისგან შორსაა, თუმცა „ძალიან მაგარი პროფესია აქვს“, აქვს საკუთარი საქმე და ისინი წელიწად-ნახევარია ერთად არიან. ტელეწამყვანი „ინსტაგრამის“ „სთორებში“ ხშირად მიანიშნებს, რომ საყვარელი კაცი სხვა თაობიდანაა და მასზე უმცროსია.
როგორც ჩანს, წყვილი ერთად ბევრ დროს ატარებს. ცოტა ხნის წინ ასათიანმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სუფრაა გაშლილი და ტელევიზორში ფეხბურთი მიდის. „როცა ფეხბურთელი გიყვარს“ – წერს ასათიანი. როგორც ჩანს, მისი საყვარელი მამაკაცი ფეხბურთელია.
მაისში, ტელეწამყვანის დაბადების დღეზე მათი ერთობლივი ფოტოები საზოგადოებამ პირველად იხილა, როდესაც ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში დასასვენებლად იმყოფებოდნენ. ტელეწამყვანი ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ გათხოვებას აღარ აპირებს, რადგან ისეთი ცხოვრება მოსწონს, როგორიც ახლა აქვს – ოთხფეხა მეგობრებთან ერთად, და როცა შეუძლია საღამოს საკუთარ თავთან მარტოობით დატკბეს.
ყველა ახალი ამბავი
0