თბილისში „გირჩის" აქცია ჯარიმითა და „ევაკუაციით" დასრულდა

© photo: Sputnik / Stringerზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2021
გამოწერა
ოპოზიციამ საპროტესტო მოძრაობის დაწყება 8 ნოემბერს დააანონსა.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციურმა პარტიამ „გირჩი - მეტი თავისუფლება" საქართველოს ექვს ქალაქში პერფორმანსი გამართა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობების შესასვლელები ავტომობილებით გადაკეტა.
თბილისში სუსის შენობის შესასვლელი თავად პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გადაკეტა, რომლისთვისაც აქცია ჯარიმით დასრულდა.
ჯაფარიძემ საკუთარი ავტომობილი სუსის შენობასთან გააჩერა. სამართალდამცველებმა ავტომობილი და მასში მყოფი ჯაფარიძე ტერიტორიიდან ევაკუატორის საშუალებით გაიყვანეს – პარტიის ლიდერმა უარი განაცხადა ავტომობილიდან გადმოსვლაზე.
ჯაფარიძე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვისთვის 200 ლარით დაჯარიმდა.
გარდა ამისა, ჯაფარიძეს ბრალი დასდეს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოა დანიშნული.
ოპოზიციამ საპროტესტო მოძრაობის დაწყება 8 ნოემბერს დააანონსა. მთავარი მოთხოვნებია თავდაპირველად სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, შემდეგ მისი გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
ყველა ახალი ამბავი
0