ჩვეულებრივი დონბასი ბავშვების ნახატებში: ოცნება მშვიდობაზე, საუბარი ომზე

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2021
გამოწერა
11 ნოემბერს „როსსოტრუდნიჩესტვოს“ მოსკოვის ოფისში გაიხსნა უჩვეულო გამოფენა სახელწოდებით „დონბასის ბავშვები — ყარაბაღის ბავშვებს“, სადაც მშვიდობაზე ოცნებით საუბრობდნენ ომზე.
ალექსეი სტეფანოვი
„როსსოტრუდნიჩესტვოს“ გამოფენა „ბავშვები ხატავენ მშვიდობას“ დონბასისა და მთიანი ყარაბაღის ბავშვების მხარდაჭერას ემსახურება. მისი მიზანია მსოფლიო საზოგადოებას ყურადღება გაამახვილებინოს ომის ზონებში ბავშვების უსაფრთხოებაზე.

დონბასში ბავშვები ყოველდღე იღუპებოდნენ

„მე დონეცკის გორლოვკიდან ვარ, ჩამოვედი, რომ ჩემი პირადი ამბავი გიამბოთ. ომში ოთხი შვილიდან ორი დამეღუპა — ორი ქალიშვილი. უფროსი ჭურვმა ორ ნაწილად გაგლიჯა, ვაჟიშვილი კი, რომელიც მაშინ 2,5 წლის იყო, ხეიბარი გახდა — მძიმე ჭრილობები აქვს თვალებში, სახეზე, დამწვრობა, მე კი ხელი მომაგლიჯა მის თვალწინ“, — გაიხსენა დონბასის ქვრივებისა და დედების წარმომადგენელმა ანა ტუვმა ის დღე, როდესაც მის სახლს ჭურვი მოხვდა.
უმცროსი ქალიშვილი ინტენსიური სროლის დროს გააჩინა. ანას ახლო მეგობარი კი სახლში დარჩა და სამი შვილი ერთდროულად დაკარგა — დაბომბვის დროს ბავშვები აბაზანაში დამალა, მაგრამ ჭურვი სწორედ იქ ჩამოვარდა.
„და ასეთი ისტორია ბევრია. ბავშვებს სკოლაში ბეიჯებით ვუშვებდით, რომლებზეც სისხლის ჯგუფი და გვარი ეწერა, რათა მერე მათი ამოცნობა შესაძლებელი ყოფილიყო. რეგულარულად ისეც ხდებოდა, რომ შვილს სკოლაში 8-ზე გავუშვებდი, 9-ზე კი უკვე წამოსაყვანად გავრბოდი, რადგან დაცხრილვა იწყებოდა. ბავშვები, შიშისგან გამწვანებულები, დერეფნებსა და მერხებქვეშ იმალებოდნენ — არანაირი თავშესაფრები უკვე აღარ არსებობდა. 300-ზე მეტი ბავშვი დაინვალიდდა — უხელებოდ და ეფეხებოდ დარჩნენ“, — თქვა ანამ და იქვე დასძინა, რომ ყველა მათგანს რეაბილიტაცია სჭირდება, ვინაიდან მათი ფსიქიკა დანგრეულია და დამახინჯებული.
როგორც ქალმა გაიხსენა, როდესაც მინსკის პირველი შეთანხმება დაიდო, ხალხმა დაიჯერა, რომ ეს ომის დასასრული იყო და თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ. ტუვების ოჯახმაც ისევ შეიძინა ძროხები და ღორები, მაგრამ შემდეგ დაბომბვა განახლდა და მისი სახლი საძირკვლამდე განადგურდა. ყველაფერს, რაც მოხდა და ახლაც ხდება მის სამშობლოში, ანა ნამდვილ გენოციდს უწოდებს.

გამოფენა ეხება არა ბავშვებს, არამედ უფროსების პასუხისმგებლობას

ბავშვების ნახატები პირველებმა „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიმაკოვმა და სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილემ ანა კუზნეცოვამ დაათვალიერეს.
„თითოეული ნახატის ქვეშ უნდა გაკეთდეს აბრა, რომ ჩანდეს, ვინ დახატა და საიდან არის ბავშვი. ეს იმიტომ, რომ მოსკოველი და გორლოვკელი ბავშვები განსხვავებულად საუბრობენ ერთსა და იმავე თემაზე“, — აღნიშნა პრიმაკოვმა ბავშვების ნამუშევრების დათვალიერებისას.
„ბავშვთა ნამუშევრების გამოფენის გახსნა, რომლებიც უფროსების პოლიტიკური ინტრიგების მსხვერპლი გახდნენ, მნიშვნელოვან და საშინელ მოვლენად მიმაჩნია. ეს გამოფენა უბრალოდ ნახატებს კი არ ეხება, არამედ უფროსების პასუხისმგებლობას, რომლებიც თავიანთი შვილების მომავლის დასაცავად არიან მოწოდებული. და კიდევ იმ მოვალეობებზეა, რომლებიც მათ არ შეასრულეს, რომლებიც მათ ბოროტად გამოიყენეს“, — თქვა ანა კუზნეცოვამ.
მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ნახატების დათვალიერებისას ჩანს, რომ „ბავშვები უფროსებზე გონიერები არიან". ისინი არ ხატავენ თავიანთ ქალაქს, საკუთარ სახლს, ისინი ხატავენ პლანეტას, ხვდებიან, რომ მშვიდობა მათ სახლში დამოკიდებულია პლანეტაზე მშვიდობაზე. „მინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში, მთელ მსოფლიოში მოგზაურობისას ამ ბავშვების მიმართვები შესმენილი იყოს“, — განაცხადა პრეზიდენტთან არსებული ბავშვთა უფლებების დაცვის ყოფილმა კომისარმა.

ომის პირველი მსხვერპლი — გოგონა სახელად ვიქტორია

მთიანი ყარაბაღის 44-დღიანი ომის პირველი სამოქალაქო მსხვერპლი იყო 8 წლის გოგონა, სახელად ვიქტორია, რომელიც ქალაქ მარტუნში ცხოვრობდა, განაცხადა არაღიარებული ყარაბაღის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველმა არსენ მელიქ-შახნაზაროვმა. 2020 წლის 27 სექტემბრის დილას მისი მშობლები — ანაიტმა და იგორ გევორქიანები სროლის ხმამ გააღვიძა. მიხვდნენ, რომ ომი დაიწყო და დაბნეულებმა მნიშვნელობა არ მიანიჭეს ქალიშვილის სიტყვებს, რომელმაც ჩიტის დანახვა მოისურვა.
„ეს ჩიტი კი დრონი აღმოჩნდა. სწორედ მის დასანახად გაიქცა გოგონა ეზოში და უეცრად აფეთქების ხმა გაისმა. დედამისი, რომელსაც ხელში ვიქტორიას უმცროსი ძმა არწვიკი ეჭირა, გოგონასკენ გაიქცა და ისინი ჭურვის ნამსხვრევებით დაიჭრნენ. დაიწყო არეულობა, პანიკა. გოგონა სისხლში ცურავდა და ძლივს სუნთქავდა. მშობლებმა შვილის გადარჩენა სცადეს, ავტობუსამდე მიაღწიეს იმ იმედით, რომ უახლოეს საავადმყოფომდე სწრაფად მივიდოდნენ, მაგრამ ვიკამ სუნთქვა შეწყვიტა“, — უამბო დამსწრეებს არსენ მელიქ-შახნაზაროვმა ერთი სომხური ოჯახის ტრაგედია.

გადარჩეს შეძლებისდაგვარად მეტი ბავშვი

„დღევანდელი გამოფენის აზრი მხოლოდ ის არ არის, რომ „როსსოტრუდნიჩესტვოს“ შენობაში დონბასელი ბავშვების მიერ ყარაბაღელი ბავშვებისთვის დახატული ნახატები გამოიფინა. საქმე იმ ბავშვების ისტორიაა, რომლებიც ამ სურათების უკან დგანან, რომლებმაც, სამწუხაროდ, ნახეს და ხედავენ ომს. ეს არ არის ბედნიერი ბავშვების ნახატები, რომლებიც უსაფრთხოდ არიან. ეს არის ის, რაც მე განვიცადე და მტკივა“, — ამბობს ევგენი პრიმაკოვი.
ის ნამუშევრების ავტორებს სხვების შვილებად არ მიიჩნევს, ფიქრობს, რომ ყველა უნდა დაეხმაროს მათ.
„ეს აქცია ერთი გამოფენით კი არ უნდა დასრულდეს, არამედ ერთობლივი ძალისხმევით — ჩვენი, სახელმწიფოს, საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების ძალისხმევით, უნდა შეჩერდეს ომი, გადავარჩინოთ რაც შეიძლება მეტი ბავშვი. სასურველია, ყველა“, — მიაჩნია პრიმაკოვს.
გამოფენის გახსნის შემდეგ საკონფერენციო დარბაზში მრგვალი მაგიდა გაიმართა, რომელზეც ბევრი ისაუბრეს ომის ზონებში ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მექანიზმებისა და ალგორითმების შემუშავების აუცილებლობაზე, ფიზიოლოგიური რეაბილიტაციისა და ფსიქოლოგიური ადაპტაციის პროგრამების შემუშავებაზე, მათ დანრეგვასა და განხორციელებაზე, ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე კონფლიქტურ ზონებში.
ასევე გადაწყდა საპასუხო აქციის მოწყობა — ყარაბაღელი ბავშვების ნახატების გამოფენის მოწყობა, რომელიც დონბასელ ბავშვებს მიეძღვნება. ასევე გამოითქვა წინადადება, რომ ერევანში ან სტეფანაკერტში „ანგელოზების ხეივანი“ გაშენდეს, შეგროვდეს ნერგები მთელი პლანეტიდან და თითოეულ ხეს დაერქვას გარდაცვლილი ბავშვის სახელი, რათა მათი ხსოვნა არ წაიშალოს.
ყველა ახალი ამბავი
0