დააკმაყოფილებს თუ არა იუსტიციის მინისტრი ექს-პრეზიდენტის მოთხოვნას?

© photo: Sputnik / Stringerმიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2021
გამოწერა
მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიესალმება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მზადყოფნას, შეწყვიტოს შიმშილობა, თუმცა ყოველგვარი პირობების გარეშე.
10 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) საქართველოს ხელისუფლებას დაავალა, უზრუნველყოს ქვეყნის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური მკურნალობა და უსაფრთხოება, ასევე აცნობოს სასამართლოს მისი მდგომარეობის შესახებ, თავად სააკაშვილს კი მოუწოდა შეწყვიტოს შიმშილობა.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2021
პრემიერმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებაზე უარი განაცხადა
თავის მხრივ, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა შეწყვიტოს შიმშილობა იმ შემთხევაში, თუ მას ციხის საავადმყოფოდან მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

„ევროპულმა სასამართლომ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ იგი დათანხმდება და შეწყვეტს შიმშილობას, ოღონდ ყოველგვარი დათქმების გარეშე. რატომ უნდა იყოს ეს ადამიანი გადაყვანილი კერძო კლინიკაში? შეუძლია ვინმეს ამაზე პასუხი გამცეს?" – განაცხადა ბრეგაძემ ტელეკომპანია Rustavi 2-ის ეთერში.

სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. მოგვიანებით იუსტიციის სამინისტრომ ექს-პრეზიდენტის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან ციხის საავადმყოფოში ეტაპირების ვიდეოკადრები გაავრცელა, რომელშიც ჩანს, რომ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში გადაყვანას ეწინააღმდეგება.
არა მარტო სააკაშვილი და მისი ადვოკატები, არამედ ექს-პრეზიდენტის მიერ დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები, ორი კონსილიუმის ექიმები მოითხოვენ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას. აღნიშნული მოთხოვნით ოპოზიცია საპროტესტო აქციებს ყოველდღე მართავს.
ყველა ახალი ამბავი
0