საერთაშორისო კონფერენცია Anima Tbilisi საქართველოში პირველად ჩატარდება

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2021
გამოწერა
კონფერენციის მიზანია საქართველო წარმოადგინოს საერთაშორისო ანიმაციის რუკაზე და აჩვენოს ქართველი ანიმატორების პოტენციალი აშშ-ში, კანადასა და ევროპაში.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ანიმაციის პირველი საერთაშორისო კონფერენცია Anima Tbilisi 2021 საქართველოს დედაქალაქში 13-14 ნოემბერს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
კონფერენციის მიზანია საქართველოს წარმოჩენა და დამკვიდრება საერთაშორისო ანიმაციის რუკაზე, ქართველი ანიმატორების პოტენციალის ჩვენება და მათთვის ისეთი ქვეყნების ბაზრებზე წვდომის გაზრდა, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ევროპის ქვეყნები და ა.შ. აღნიშნეს პროექტის ავტორებმა.

„ღონისძიების ფარგლებში ქართველ ანიმატორებს მიეცემათ შესაძლებლობა, გაიცნონ საერთაშორისო ანიმაციის წარმომადგენლები და მიიღონ მონაწილეობა დარგში საუკეთესო სპეციალისტების მიერ გამართულ მასტერ-კლასებსა და სამუშაო შეხვედრებში", – აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.

კონფერენცია ეძღვნება თანამედროვე ანიმაციის საკვანძო საკითხებს და ის სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე პროდიუსერებს, დირექტორებს, სპონსორებს, ანიმატორებსა თუ ტელერედაქტორებს აძლევს საშუალებას – მოიძიონ პოტენციური პარტნიორები, დაამყარონ სათანადო კავშირები და დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ.
კონფერენციის მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ ქართული ანიმაციის შესახებ, გაეცნობიან ქართველი ანიმატორების ნამუშევრებს და განიხილავენ შესაძლო თანამშრომლობის ვარიანტებს.
ანიმაციური ფილმი - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2021
თბილისში ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების თანახმად, ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია, მონაწილემ ადგილზე წარადგინოს 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR–ტესტის ან 24 საათის განმავლობაში გაკეთებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი. ვინც ვაქცინირებულია ორივე დოზით და მეორე დოზით ვაქცინაციის შემდეგ გასულია სულ მცირე 14 დღე, ტესტის აღებისგან თავისუფალია.
კონფერენცია გაიმართება სასტუმრო „რუმს თბილისში", ის ონლაინ იქნება ტრანსლირებული ღონისძიების ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ყველა ახალი ამბავი
0