რეაგირება დეზინფორმაციაზე: სამი ქართული კომპანია ინოვაციურ ტექნოლოგიებს ქმნის

  - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2021
გამოწერა
კომპანიები კონკურსის წესით შეირჩა და ამ ტექნოლოგიის შესაქმნელად ჯამში 42.500 აშშ დოლარი გამოიყო.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. სამი ქართული სტარტაპ კომპანია – Pulsar AI, Meta Mine და wavetech.ai საქართველოს ისტორიაში პირველად დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციურ ტექნოლოგიებს ქმნის, იუწყება კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის.
პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით განხორციელდება.
პროგრამა, რომლის მიზანიც დეზინფორმაციასთან ბრძოლაა, სხვადასხვა ინოვაციურ ტექნოლოგიებს ემყარება. ეს იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, არსებულ ტექნოლოგიურ პროდუქტებზე დაშენდეს სხვა ბიზნეს-ინიციატივები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

„ის ტექნოლოგიური გადაწყვეტები, რომლებიც ჩვენ მოვიფიქრეთ, უნიკალურია ქართული ბაზრისთვის და ასევე შესაძლებლობას იძლევა, შესაბამისი ადაპტირებით, იმავე ტიპის დეზინფორმაციულ პრობლემებს გაუმკლავდეს ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ეს, ბუნებრივია, გულისხმობს დამატებით ინვესტიციას როგორც ჩვენთვის, ისე ქვეყნისთვის“, — განაცხადა „Pulsar Al საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ბოსიკაშვილმა.

ნოემბრის პირველ კვირაში მსოფლიოში მეწარმეობის კვირეული აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც ინოვაციური ტექნოლოგიები უკვე გატესტეს მომხმარებლებმა, კერძოდ, დეზინფორმაციის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ჟურნალისტებმა. ამასთან ერთად გაეცნენ აღნიშნული პროგრამების პირველად ვერსიებსაც.
აღნიშნული ტექნოლოგიის შესაქმნელად USAID-მა 42.500 აშშ დოლარი გამოყო. პროექტი Zinc Network-ისა და Startup Grind-ის თანამშრომლობით ხორციელდება და მომავალში სხვა სტარტაპ-კომპანიებთან თანამშრომლობას მოიცავს.
ყველა ახალი ამბავი
0