მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სიგარეტთან შედარებით, ვეიპების მწეველებს ინსულტი უფრო ხშირად ემართებათ: ახალი კვლევა

© Pixabay / sarahjohnson1ვეიპის მწეველი
ვეიპის მწეველი - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2021
გამოწერა
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ელექტრონული სიგარეტი მინიმუმ ისეთივე ზიანს აყენებს ორგანიზმს, როგორსაც სიგარეტი.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ამერიკელმა კარდიოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ვეიპების ახალგაზრდა მწეველებში ინსულტის შემთხვევები უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტის ასაკოვან მწეველებში.
შესაბამისი სამეცნიერო კვლევის შესახებ სპეციალისტებმა აშშ-ის გულის შემსწავლელი ასოციაციის (AHA) კონფერენციაზე ისაუბრეს.
ვეიპის მწევლები - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2018
საგანგაშო დასკვნა: ვეიპების მოწევა დნმ-ს სახიფათოდ ცვლის
მეცნიერებმა გააანალიზეს აშშ-ის სამედიცინო სამსახურის მონაცემები, რომლის ფარგლებშიც 2015-2018 წლებში 266 ათასი ამერიკელი იყო გამოკითხული. ანალიზმა აჩვენა, რომ ელექტრონული სიგარეტების მომხმარებლებს ინსულტის ყველა ფორმა საშუალოდ 15%-ით უფრო ხშირად ემართებოდათ, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტის მომხმარებლებს.

„ვეიპების სითხეში შედის არა მარტო ნიკოტინი, არამედ სხვა ნივთიერებებიც, რომლებიც პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს სისხლძარღვების ლორწოვან გარსზე და აზიანებს მათ. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ათეროსკლეროზი, სისხლძარღვების კედლების გათხელება, თრომბების წარმოქმნა, რაც იშემიური თუ ჰემორაგიული ინსულტის რისკებს ზრდის“, — განაცხადა ბრაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა და კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა კარენ ფიურიმ.

ბოლო წლების კვლევები აჩვენებდა, რომ თამბაქოს მოწევა უფრო სახიფათოა, ვიდრე ვეიპებისა, თუმცა ეს უკანასკნელი ასევე უქმნის საფრთხეს ჯანმრთელობას. კერძოდ, ელექტრონულ სიგარეტებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ტოქსინები, კანცეროგენები და სხვა ნივთიერებები, რომლებიც არა მხოლოდ ზრდის ფილტვების კიბოს ალბათობას, არამედ არტერიებისა და ვენების კედლებსაც უფრო მყიფეს ხდის.
გამომდინარე აქედან, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ელექტრონული სიგარეტები მინიმუმ ისეთივე ზიანს აყენებს ორგანიზმს, როგორსაც სიგარეტი.
ყველა ახალი ამბავი
0