Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

81 წლის ტინა ტერნერი თავის 30 წლის ორეულს სასამართლოში უჩივის

© Facebook / Tina Turnerტინა ტერნერი
ტინა ტერნერი - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2021
გამოწერა
81 წლის ტინა ტერნერი სასამართლოში უჩივის მომღერალს, რომელიც მას საოცრად ჰგავს. აღსანიშნავია, რომ გოგონა მასზე 50 წლით უმცროსია.
გერმანული კოლექტივის წევრი, 30 წლის დოროტეა „კოკო“ ფლეტჩერი შოუში, სახელწოდებით Simply The Best გამოდის და ის მართლაც საოცრად ჰგავს მრავალი მუსიკალური ჯილდოს მქონე ტინას, გარდა ამისა, მისი ვოკალური მონაცემებიც ტინას მსგავსად ნამდვილად შესანიშნავია.
ტერნერის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ფლეტჩერი პლაკატებზე იმდენად ჰგავს ტერნერს, რომ საზოგადოებას ის ტინაში ერევა.
ტინა ტერნერი ამერიკელი მომღერალი, ავტორი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი და მსახიობია, რომლის კარიერა 60 წელიწადზე მეტ ხანს მოიცავს. თავისი მოღვაწეობის მანძილზე არაერთხელ იქნა წოდებული „როკ-ენ-როლის დედოფლად“.
როგორც მსოფლიოს შოუბიზნესის ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი, ტინა ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ მიერ დასახელებულია ყველა დროის ყველაზე წარმატებულ როკ-მომღერალ ქალბატონად და ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მომღერლად. მისი დისკების გაყიდული ასლების რაოდენობა 200 მილიონს შეადგენს.
სტატისტიკით, მან გაყიდა ბევრად მეტი საკონცერტო ბილეთი, ვიდრე სხვა სოლო-შემსრულებელმა მუსიკის ისტორიაში. ტინას კონცერტები გამორჩეულია სცენაზე ენერგიული მოძრაობებით, მძლავრი ვოკალური ჟღერადობით და ა.შ. 2008-2009 წლებში ტერნერმა მოაწყო საიუბილეო ტურნე, რომელიც აღნიშნავდა მის 50-წლიან მუსიკალურ კარიერას. თავისი დროისთვის ეს ტური იქცა ყველაზე გაყიდვად საკონცერტო მოვლენად.
ყველა ახალი ამბავი
0